ჯაპანდი (Japandi) — ეს სიტყვა იაპონურისა და სკანდინავიურის შერწყმით არის მიღებული და ზუსტად იმ იდეას ასახავს, რაც ამ სტილის უკან დგას: სიმარტივე, ბუნებრივობა და ჰარმონია. ჯაპანდის სტილის ინტერიერი არის თბილი და სუფთა სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმის იაპონური მინიმალიზმი და სკანდინავიური ფუნქციურობა. აქ იგულისხმება მშვიდი ფერები, ბუნებრივი მასალები, დაბალი ავეჯი და საგნები, რომლელთა მეშვეობით მარტივად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი მშვიდი და მიმზიდველი გარემოს შექმნა.
თუ შენც გაწონასწორებული, ბუნებრივ მასალებზე დაფუძნებული დიზაინი გიზიდავს, Dressup.ge-ზე შეგიძლია იპოვო არაერთი ნივთი, რომელიც ჯაპანდის სტილის სივრცეში იდეალურად ჩაჯდება. ქვემოთ გთავაზობთ შერჩეულ ნივთებს, რომლებიც გამორჩეულია სწორედ ამ ესთეტიკისთვის.
1. მუქი ფერის ლანგარი
ბუნებრივი ხის ფაქტურა, გლუვი ფორმა და დახვეწილი ტონი ამ ლანგარს იდეალურ აქსესუარად აქცევს ჯაპანდის სტილის ინტერიერში. შეგიძლია გამოიყენო როგორც ხილისთვის, ასევე ტკბილეულისთვის ან სულაც სანთლების კომპოზიციისთვის.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
2. საწოლის გადასაფარებელი
ჯაპანდის სივრცეებში ტექსტილს განსაკუთრებული როლი უჭირავს — ის არის ის მყუდროების და სითბოს შრე, რომელიც არბილებს მინიმალისტურ გარემოს. ამ გადასაფარებლის ნეიტრალური ფერი და მსუბუქი ტექსტურა იდეალურად ერწყმის ხის ავეჯს და ღია ტონალობის სივრცეებს.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
3. ნაცრისფერი ქოთანი
ხანდახან მცენარეების წარმოჩენა მინიმალისტურად არის საჭირო — სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა ეს ქოთანი. მისი რბილი, ნატურალური ზედაპირი და თბილი ტონალობა არ იქცევს გადაჭარბებულ ყურადღებას და იდეალურად ეწერება ნებისმიერი ტიპის გარემოში. გამოდგება როგორც იატაკზე, ასევე ნებისმიერ დაბალ მაგიდაზე განსათავსებლად.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
4. სარკე
სარკე, რომელიც არ ცდილობს იყოს დეკორატიული, თუმცა მაინც იპყრობს ყურადღებას თავისი ბუნებრივი ხის ჩარჩოთი და რბილი, მომრგვალებული ფორმებით. ჯაპანდის ინტერიერში ასეთი დეტალები სინათლისა და სიმარტივის ელემენტებად იქცევა.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე
5. მაგიდის სანათი
არატრადიციული ფორმა, ბუნებრივი ფერი და რბილი განათება — ეს სანათი თითქოს ჯაპანდის სტილისთვის შეიქმნა. მისი სკულპტურული დიზაინი ავსებს სივრცეს დღისითაც კი, როცა ის ჩამქრალია, ხოლო ღამით კი ინტერიერს თბილ და მყუდრო სინათლეს ჰფენს. შესანიშნავი აქცენტია საძინებელში ან მისაღებში.
პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე