in

თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025 – „მეხუთე განზომილება: ინტერაქცია ადსმიანსა და ფიზიკურ გარემოს შორის”

თბილისი, ქალაქი, რომელსაც ყოველთვის აქვს მოსაყოლი ისტორია, 2025 წელს არქიტექტურულ დიალოგს ახალი ძალით ხსნის. თბილისის არქიტექტურის ფორუმი 27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, საერთაშორისო პლატფორმას შექმნის, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.

ფორუმის მიზანია გააფართოვოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს — ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.

ფორუმის სპიკერები იქნებიან მსოფლიო და ადგილობრივი არქიტექტურული სცენის გამორჩეული წარმომადგენლები:

  • მანუელა გატო – დირექტორი, Zaha Hadid Architects 
  • მარიოს ცილიაკოსი – პარტნიორი, Applied R+D, Foster + Partners
  • ტიმ ფუ – დამფუძნებელი და დირექტორი, Studio Tim Fu
  • საინა აბდოლლაჰზადე – წამყვანი არქიტექტორი და ვიზუალიზაციის ლიდერი, Studio Tim Fu
  • სემ რაიტი – საბჭოს დირექტორი, WilkinsonEyre Architects
  • ჯეიმი უოლესი – ასოცირებული, WilkinsonEyre Architects
  • ჰარი დობსი – დირექტორი, Harry Dobbs Design
  • ნიკოლოზ ჯაფარიძე – დირექტორი, Architects of Invention
  • მარსელინა ზილინსკა – ჯგუფის საბჭოს დირექტორი, Chapman Taylor
  • ნაო ტოკუდა – დამფუძნებელი, Design Studio NAO
  • ოთარ სულაბერიძე – წამყვანი არქიტექტორი / მმართველი დირექტორი, Artstudio Project
  • გვანცა ჭუბინიძე – უფროსი არქიტექტორი / ურბანული სპეციალისტი, Artstudio Project
  • ვახტანგი მაქასარაშვილი – მთავარი არქიტექტორი, Makasarashvili Architects
  • ნიკოლოზ ლეკვეიშვილი – დამფუძნებელი, TIMM
  • რომან კრისტესიაშვილი – უფროსი ასოცირებული / უფროსი არქიტექტორი, UNS
  • თათია ღვინერია – დამოუკიდებელი ექსპერტი, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი
  • ლევან კალანდარიშვილი – ასოცირებული პროფესორი, VA[A]DS, Tbilisi Free University
  • სერგი დევრიაშვილი – Renders.ge Art Director 

ფორუმის პროგრამა მოიცავს:

  • მსოფლიო დონის პრეზენტაციებსა და დისკუსიებს არქიტექტურაზე, ინტერიერის დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე;
  • მრგვალ მაგიდებს, სადაც პროფესიონალები და სტუდენტები იმსჯელებენ ქალაქის განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე;
  • ვორქშოფებსა და გამოფენებს, რომლებიც ინოვაციურ ხედვებსა და ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს წარმოაჩენს.
  • სტუდენტურ კონკურსს

ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე და 25-ზე მეტი სპიკერი ეყოლება. ფორუმი იქნება დიალოგის სივრცე, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება გაერთიანდება, რათა შეიქმნას ახალი ხედვები თბილისის და მთლიანად რეგიონის არქიტექტურულ მომავალზე.

ფორუმი ხორციელდება Cityzenის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

მთავარი პარტნიორები: ბრიტანეთის საელჩო, ელემენტ ქონსთრაქშენი, ზერონი 

ვერცხლის პარტნიორები: KONE, Building Solutions, Episode, Render.ge

ქომუნითი პარტნიორები: RIBA, AIA, Caucasus University 

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ბმულზე


პარტნიორის კონტენტი

ნივთები Dressup.ge-დან, რომლებიც შენს ინტერიერს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესძენს