Building of the Year წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო კონკრუსს თანამედროვე არქიტექტურისთვის, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული პროექტები იკრიბება. კონკურსს ორგანიზებას უწევს ArchDaily — მსოფლიოში ყველაზე დიდი არქიტექტურული მედია პლატფორმა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის მთავარ ტენდენციებს განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქართველი არქიტექტორების მიერ შესრულებული პროექტები ღირსეულ ადგილს იკავებს ამ კონკურსში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული არქიტექტურული სივრცისთვის. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი არქიტექტურა უკვე აქტიურად მონაწილეობს გლობალურ დიალოგში, იპყრობს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების ყურადღებას და ავლენს ქვეყნის შემოქმედებით პოტენციალს თანამედროვე კონტექსტში.
Building of the Year-ის გამარჯვებული გამოვლინდება ღია ხმის მიცემის პრინციპით — თითოეულ ადამიანს შეუძლია ონლაინ რეჟიმში დაუჭიროს მხარი სასურველ პროექტს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქართველი ნომინანტების წარმატებაში.
ქვემოთ წარმოდგენილია ArchDaily Building of the Year 2026-ის ქართველი ნომინანტები სხვადასხვა კატეგორიაში.
კატეგორია Best Applied Architecture
კერძო სახლი წყნეთში

ლისი გარდენ ჰაუსი

სტუმრების მიმღები პავილიონი ყვარელში

კერძო სახლი ახალდაბაში

კატეგორია Houses
სახლი მთაწმინდაზე

კერძო სახლი ახალდაბაში

კერძო სახლი წყნეთში

კატეგორია Housing
ლისი გარდენ ჰაუსი

კატეგორია Interior Architecture
ბინა 31

ბინა თბილისის ცენტრში

კერძო სახლი წყნეთში

ქართველი ნომინანტების მონაწილეობა ArchDaily Building of the Year 2026-ში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს გრძელვადიანი განვითარების გზაზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართული არქიტექტურა კიდევ ერთხელ წარდგეს როგორც ინოვაციური, კონტექსტზე დაფუძნებული და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე სფერო — სივრცე, რომელიც ქმნის არა მხოლოდ შენობებს, არამედ თანამედროვე ცხოვრების ხარისხს, კულტურულ იდენტობასა და მომავლის ხედვას.





