სილქ დეველოპმენტი შოთა რუსთაველის გამზირის №37-ში მდებარე მელიქ-აზარიანცის სახლის ეტაპობრივ რეაბილიტაციას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად განაგრძობს. სამუშაო მიმდინარეობს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეების, არქეოლოგების, არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ. ამ ეტაპზე, ხორციელდება დაზიანებული ნაწილის გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოები.
რეაბილიტაციის თითოეული ეტაპი კვლევებზე დაყრდნობით, შენობის პირვანდელი იერსახის სრული გათვალისწინებით მიმდინარეობს – შენარჩუნდება ისტორიული თაღები და სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტები. ამავე ეტაპზე, ე.წ. მარაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს გვიანდელი, ძირითადად საბჭოთა პერიოდის დროს შესრულებული მიშენებების დემონტაჟი, რაც შენობას ეტაპობრივად უბრუნებს მის ავთენტურ, ისტორიულ სახეს.

მელიქ-აზარიანცის სახლი 1912–1915 წლებში რთულ გეოლოგიურ რელიეფზე აშენდა და თავის დროზე არა მხოლოდ არქიტექტურული, არამედ საინჟინრო თვალსაზრისითაც, ინოვაციურ გადაწყვეტებს აერთიანებდა. მისი არქიტექტურული კომპოზიცია აგებულია ასიმეტრიულობის პრინციპზე, სადაც სხვადასხვა ფორმისა და მასალის შერწყმით იქმნება ჰარმონიული და დინამიკური ვიზუალური სახე. ფასადი შემკულია უნიკალური ბარელიეფებითა და დეკორატიული დეტალებით, რაც ნაგებობას განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს. თუმცა, საბჭოთა პერიოდის გადაკეთებებმა და უხეშმა ჩარევებმა მნიშვნელოვნად დააზიანა შენობის ზოგიერთი ნაწილის ფიზიკური მდგომარეობა, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი რეაბილიტაცია. სილქ როუდ ჯგუფმა სამუშაო დაიწყო მიწისქვეშა სართულების დასუფთავებით (საერთო ჯამში, გატანილია 1200 კუბური მეტრი ნარჩენი) და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვანძების გამაგრებით. საკუთრებაში არსებული ფართების ეტაპობრივი აღდგენა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

სილქ როუდ ჯგუფმა შენობის კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვა 2007 წლიდან დაიწყო და ამჟამად მთლიანი ფართობის დაახლოებით 80%-ს ფლობს. შენობის ნაწილში კვლავ რჩებიან როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტების კერძო მესაკუთრეები, ხოლო მისი გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია.
სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფში შემავალი უძრავი ქონების განვითრების წამყვანი კომპანიაა. 2005 წლიდან დღემდე კომპანიამ მრავალი მსხვილი პროექტი განახორციელა და ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკაში. კომპანიის საქმიანობა ეყრდნობა მდგრადობისა და მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პრინციპებს, რაც განაპირობებს სანდოობას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებისათვის.
სილქ დეველოპმენტს ისტორიული ძეგლების დაცვისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია წინანდლის მამულის რეაბილიტაცია, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მემკვიდრეობას უკავშირდება და რომლის აღდგენა-განვითარებას კომპანია 2007 წლიდან ახორციელებს. ასევე აღსანიშნავია ყოფილი ცენტრალური კავშირგაბმულობის ისტორიულ შენობაში განხორციელებული პროექტი – სასტუმრო ტელეგრაფი – რომელიც კომპანიამ სრულად აღადგინა და ახალი სიცოცხლე შესძინა. ამ პროექტების წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მათი გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციურ სივრცეებად. თითოეულ პროექტზე მუშაობისას სილქ დეველოპმენტი ეყრდნობა საფუძვლიან პროფესიონალურ კვლევებს და პროექტის განვითარების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს კვალიფიციურ სპეციალისტებთან, რაც რეაბილიტაციის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს.
[R]









