in ,

„ზიგმა საბურთალო“ – ცხოვრების ახალი სტანდარტი

საცხოვრებელი პროექტების შეფასებისას დღეს მხოლოდ არქიტექტურა ან ლოკაცია აღარ არის გადამწყვეტი. ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა ის, თუ როგორ პასუხობს შენობა თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს — რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა, რა ხარისხის გარემოს ქმნის და როგორ ცვლის მაცხოვრებლის ყოველდღიურობას. ამ ფონზე, დეველოპერული კომპანიების წინაშე ახალი გამოწვევა დგას: შექმნან არა უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსები, არამედ სივრცეები, სადაც ხარისხი, ფუნქციონალურობა და ადამიანის საჭიროებები ერთიან კონცეფციად გარდაიქმნება.

სწორედ ამ ხედვით შეიქმნა სამშენებლო კომპანია „ზიგმა“ და მისი პირველი პროექტი — „ზიგმა საბურთალო“. რას ნიშნავს კომპანიისთვის პრემიუმ ხარისხი, რა პრინციპებით შეირჩა პროექტის თითოეული დეტალი, როგორია თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს მათი ხედვა და რა გეგმები აქვთ მომავალში — ამ და სხვა საკითხებზე „ზიგმას“ გენერალური დირექტორი, ზვიად ჩოხელი გვესაუბრა.

როგორ დაიბადა „ზიგმას“ შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მოტივაცია ამ პროექტის დაწყებისას?

ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, შეგვექმნა პროექტი, რომელიც მაცხოვრებლის კეთილდღეობაზე იქნებოდა ორიენტირებული და მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს კი არა, ცხოვრების ახალ სტანდარტს შესთავაზებდა.

გვჯერა, რომ სახლის შეძენა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შენაძენი. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი ქმნის საკუთარ ყოველდღიურობას და ატარებს ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო არა მხოლოდ შენობების აგება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უსაფრთხოებას, კომფორტსა და ცხოვრების ხარისხს ახალ დონეზე აიყვანდა. „ზიგმა“ სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა — სრულყოფილების, სანდოობისა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის გარშემო.

რით გამოირჩევა „ზიგმა საბურთალო“ დღევანდელ ბაზარზე და რა ქმნის მის უნიკალურობას?

ჩვენი აზრით, პროექტის უნიკალურობას სამი მთავარი ფაქტორი ქმნის — ლოკაცია, ინფრასტრუქტურა და ხარისხი. 

„ზიგმა საბურთალო“ მდებარეობს მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, სანდრო ეულის  ქუჩაზე, ახალ დამაკავშირებელ ხიდთან, რომელიც საბურთალოს, ვაკესა და წყნეთს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანი იყო ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ იშვიათია — ორი საცურაო აუზი, ცურვის მოყვარულებისთვის 29 მეტრიანი, ხოლო ბავშვებისთვის და აკვა-აერობიკისთვის 12 მეტრიანი აუზი,  თანამედროვე ფიტნეს სივრცე, სქვოშის კორტი, პრემიუმ კომერციული ზონა, ლობი კონსიერჟის მომსახურებითა და მრავალდონიანი ავტოსადგომი.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ეს ყველაფერი ერთიანად ქმნის ცხოვრების ისეთ სტილს, სადაც ყოველდღიურობა უფრო მარტივი, კომფორტული და ხარისხიანია.

რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხი?

ჩვენთვის ხარისხი არ იწყება მხოლოდ ფასადით ან ინტერიერით. ის იწყება იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც განსაზღვრავს, რამდენად საიმედო, უსაფრთხო და კომფორტული იქნება ეს შენობა მრავალი წლის განმავლობაში.

სწორედ ამიტომ ვიყენებთ B35 მარკის ბეტონს, იტონგის უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტურ ბლოკს, „ჯეოსტილის“ არმატურას და ავსტრიულ „დოკას“ საყალიბე სისტემებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სეისმურ უსაფრთხოებასაც, რადგან მიგვაჩნია, რომ პრემიუმ ხარისხი პირველ რიგში დაცულობასა და საიმედოობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამავე პრინციპით შევარჩიეთ ლიფტების სისტემაც. კომპლექსში დამონტაჟდება მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ბრენდის, „ოტისის“, 7 პრემიუმ ლიფტი სართულებს შორის სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებისთვის. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ლიფტი კურიერებისთვის, რაც მაცხოვრებლებს შეკვეთებისა და გზავნილების მიღებას კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

ხარისხი მხოლოდ ის არ არის, რასაც ადამიანი ხედავს. ჩვენთვის ხარისხი ნიშნავს, რომ მაცხოვრებელი საკუთარ სახლში ყოველდღიურად გრძნობდეს უსაფრთხოებას, საიმედოობასა და კომფორტს — არა მხოლოდ დღეს, არამედ მრავალი წლის შემდეგაც.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მდგრადი და ენერგოეფექტური მიდგომები?

დღეს პრემიუმ ხარისხი უკვე შეუძლებელია ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის გარეშე.

პროექტში გამოყენებულია თანამედროვე ენერგოეფექტური მასალები და ფასადის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და გაგრილების დანახარჯებს. ეს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვას, არამედ მაცხოვრებლის ყოველდღიური ხარჯების შემცირებასაც ნიშნავს.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო ერთდროულად უნდა იყოს კომფორტული, პასუხისმგებლიანი და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული.

რა ტიპის გარემოს და ცხოვრების სტილს სთავაზობთ მაცხოვრებლებს?

ჩვენ ვქმნით გარემოს ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ დროს, კომფორტსა და ცხოვრების ხარისხს. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს დილით აუზით ან ფიტნეს დარბაზით ისარგებლოს, საღამოს კი ქალაქის პანორამული ხედებით დატკბეს საკუთარი ტერასიდან, ყოველგვარი დამატებითი გადაადგილებისა და დროის დანაკარგის გარეშე. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ ფუნქციური ტერასებია, რომლებიც საცხოვრებელ სივრცეს დამატებით განზომილებას სძენს და ბინასა და ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს.

ამასთანავე, მაცხოვრებლებს ბინები პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, ახალ სახლში გადასვლა ბევრად სწრაფად და მარტივად შეძლონ.

ვინ არის „ზიგმას“ მაცხოვრებელი?

„ზიგმა“ მათთვისაა, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს. ეს არის ადამიანი, რომელიც სახლს მხოლოდ კვადრატული მეტრების მიხედვით არ არჩევს. მისთვის მნიშვნელოვანია დრო, კომფორტი, გარემო, უსაფრთხოება და ის გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიურად იღებს. სწორედ ამიტომ, პროექტის თითოეული გადაწყვეტილება მაცხოვრებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

როგორ ხედავთ „ზიგმას“ მომავალს?

„ზიგმას“ განვითარება არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროექტით. ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში შევქმნათ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და მრავალფუნქციური პროექტები, რომლებიც ცხოვრების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

გვინდა, „ზიგმა“ ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასთან, არამედ იმ ცხოვრების სტანდარტთან, რომელსაც ჩვენი პროექტები ქმნის. ვფიქრობ, სწორედ ეს არის თანამედროვე დეველოპერის მთავარი პასუხისმგებლობა – შექმნას სივრცე, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად აუმჯობესებს.

ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, თითოეულმა ახალმა პროექტმა კიდევ უფრო გააძლიეროს ის სტანდარტი, რომელსაც „ზიგმა“ დღეს ქმნის და მომავალშიც იმ ადამიანების პირველი არჩევანი იყოს, ვინც ცხოვრების ახალ სტანდარტს ეძებს.

[R]

ეზოიანი ბინის კონცეფცია ზიონის ექსკლუზიურ კომპლექსში:  პირადი ეზო და სიმწვანე ნიშური დეველოპმენტისგან