in

ჰარვარდის უნივერსიტეტი არქიტექტურის უფასო ონლაინ კურსს გვთავაზობს

ჰარვარდის უნივერსიტეტი არქიტექტურის ონლაინ უფასო კურსს აანონსებს.

„თქვენ შეისწავლით, როგორ „წაიკითხოთ“ არქიტექტურა როგორც კულტურის გამოხატულება და ტექნიკური მიღწევების ერთობლიობა,“ – ვკითხულობთ კურსის აღწერაში, – „სანიმუშო შენობების ისტორიულ კონტექსტში გააზრებით, მათი ნათელი ანალიზით, ხელით შესასრულებელი სახატავი და მოდელირების სავარჯიშოების წყალობით ნამდვილ არქიტექტორობას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდებით.“

კურსის პროგრამა ჰარვარდის ოთხი წამყვანი არქიტექტორ-აკადემიკოსის მიერაა შედგენილი, რომელთა შორის არიან მაიკლ ჰეიესი (K. Michael Hays), ერიკა ნაგინსკი (Erika Naginski), ანტუან პიკონი (Antoine Picon) და ლისა ჰაბერ-ტომსონი (Lisa Haber-Thomson).

ჰარვარდის ონლაინ არქიტექტურის კურსი ამ დისციპლინის ისტორიასა და ტექნოლოგიაზე განსაკუთრებით დიდ ყურადღებას გაამახვილებს და ის ათი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

The Light Corridor

ჰარვარდის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, კურსის გავლის შემდეგ ადამიანებს საკუთარი არქიტექტურული ნახაზებისა და მოდელების დამზადება შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კურსს გავივლით, ჩვენი სახლების დასაპროექტებლად პროფესიონალების დახმარება შეიძლება არც კი დაგვჭირდეს.

კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მისი დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ჰარვარდის სერტიფიკატის აღებასაც არის შესაძლებელი, რომლის საფასური $199 შეადგენს.

დამატებითი ინფორმაციისა და კურსზე დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ ჰარვარდის ონლაინ სწავლების ოფიციალურ გვერდს ეწვიოთ.

ჯეფ კუნსი – ბანალური ობიექტების შემქმნელი დიდოსტატი

ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – Material Editors-ის პროექტი