in

აბაზანის ავეჯისა და აქსესუარების 5 პრემიუმ მაღაზია თბილისში

სააბაზანო ოთახი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა სახლში, ვინაიდან ეს არის პირადი სივრცე, რომელიც აუცილებლად უნდა მოერგოს თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. სახლში აბაზანა დასვენების ადგილი უნდა იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ის ხარისხიანი აქსესუარებით გავაფორმოთ. 

დღეს ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე მაღაზია საქართველოში, სადაც პრემიუმ კლასის აბაზანის ავეჯისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი.

1.Belle Maison- ბელ მეზონი

სააბაზანო ავეჯზე საუბრისას პირველი Villeroy & Boch გვახსენდება, რომელიც  270 წელზე მეტია მაღალი ხარისხის აბაზანის აქსესუარებს აწარმოებს. ბრენდი ქმნის განსხვავებულ აბაზანის ავეჯს, სადაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ქმნის. 

Villeroy & Boch გვთავაზობს ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილ ერგონომიული ფორმის კვარცის აბაზანებს, რომლებიც ყველა სივრცეს დახვეწილსა და უნიკალურს გახდის. 

Belle Maison-ში Villeroy & Boch-ის სხვადასხვა კოლექციის შეძენაა შესაძლებელი.  მაღაზიაში ასევე შეხვდებით Gessi-ს კოლექციებს. 

 

2. Veneto Design – ვენეტო დიზაინი

“ვენეტო დიზაინში” შეძლებთ შეარჩიოთ სხვადასხვა პრემიუმ კლასის აბაზანის აქსესუარები და ავეჯი. “CIPI”, “Poalgi”-იტალიური და ესპანური პრემიუმ კლასის ბრენდები, რომლებიც აწარმოებენ ელეგანტურ და ფუნქციონალურ აბაზანის ავეჯს  მაღალი ხარისხის მასალებით. მეტალის და ეგზოტიკური ხის მასალებისგან დამზადებული დეტალები, ფერადი ნიჟარები და უნიტაზები გაალამაზებს თქვენს ინტერიერს და გამორჩეულს გახდის მას. 

3.Bagno Design Tbilisi

აღნიშნულ შოურუმში შეასძლებელია სხვადასხვა მაღალი ხარისხის აბაზანის ავეჯის შერჩევა. დახვეწილი დიზაინის აქსესუარები კი დასვენებისა და განტვირთვის პროცესს სასიამოვნოს გახდის. BAGNODESIGN-ის ბრენდი ელეგანტური აბაზანის ავეჯს ქმნის, რომელიც თქვენი ოცნების აბაზანას კომფორტულს გახდის. 

4.Vitra Georgia- ვიტრა ჯორჯია

აღნიშნულ მაღაზიაში შესაძლებელია  განსხვავებული დიზაინის ავეჯის შეძენა სათავსოებით, რომელიც ნებისმიერი სახლის საჭირო კომპონენტია. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა დიზაინერებთან, იმისათვის რომ მომხმარებელს შესთავაზოს აბაზანის ავეჯის ფართო ასორტიმენტი.


5. Lussoni – ლუსონი

შოურუმი “ლუსონი” მომხმარებელს სთავაზობს იტალიური აბაზანის აქსესუარებისა და ავეჯის არჩევანს. რომელსაც ნებისმიერი სტილის ინტერიერს მოუხდენთ. BathCo-ს აბაზანის ნიჟარები გამორჩეულად ლამაზი დეტალი გახდება თქვემნს აბაზანაში. 

Forja House – Pablo Pita Arquitectos-ის პორტუგალიური პროექტი

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ექიმთან სიარული – ინტერიერის დიზაინის ძალა