კანადაში მდებარე ტბის პირას აშენებული თანამედროვე აგარაკი არქიტექტურული სტუდია La Shed-ის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც აგურის მასალის სილამაზესა და ბუნებრივ ელემენტებს აერთიანებს. აგურის გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფასადით — ის ინტერიერშიც აქტიურადაა წარმოდგენილი, რაც სივრცეს ტექსტურასა და ხასიათს სძენს.
აგურის ღია ფერისა და შუშის კედლების მეშვეობით ინტერიერი ნათელი და ჰაეროვანი ჩანს, შორს ინდუსტრიული სტილის სიგრილისგან. ბუნებრივი ხის ელემენტების ინტეგრაცია კი სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს სივრცეს, რაც სახლს მყუდრო და კომფორტულ გარემოდ აქცევს.
ეს პროექტი თანამედროვე არქიტექტურისა და ბუნებრივი მასალების ჰარმონიული შერწყმსის მაგალითია, რაც მყუდრო და ესთეტიკურად მიმზიდველ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის.