in

ალიანს ცენტროპოლისი 10 ყველაზე მაღალ ცათამბჯენს შორისაა – ინოვაციური უსაფრთხოების სისტემები პროექტში

თანამედროვე ცათამბჯენებში ქარისა და სეისმური რხევის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი ინჟინრული გამოწვევაა.

გამოწვევის გადასაწყვეტად და შენობის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის, საქართველოში პირველად, ორი მსოფლიო დონის ტექნოლოგია ალიანს ცენტროპოლისში დაინერგა.

ქარის ინჟინერია

პროექტზე მუშაობდა ავსტრალიური ბრენდი Windtech Consultants, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქარის ინჟინერიაში, რის ფარგლებშიც ჩატარდა ქარის გვირაბის ტესტირება IBC2021-ის სტანდარტების მიხედვით.

შესაბამისად, განისაზღვრა პროექტის რხევის მაქსიმალური კოეფიციენტი და ფასადზე ზემოქმედება, ხოლო მიღებული რეკომენდაციები სრულად ინტეგრირდა შენობის არქიტექტურულ გეგმებში, რაც ნებისმიერ სართულზე უზრუნველყოფს კომფორტს ძლიერი ქარის დროსაც.

წყლის დამპერები

Tuned Sloshing Damper (TSD), ე.წ წყლის დამპერები არის ინოვაციური სისტემა, რომელიც გამოიყენება მაღალი შენობების რხევის შესამცირებლად, განსაკუთრებით ძლიერი ქარის ან მიწისძვრის დროს.

ის არის წყლით სავსე ავზი, რომელიც სტანდარტულად განთავსებულია შენობის ზედა ნაწილში. როცა შენობა ირხევა, ავზში წყალი იწყებს მოძრაობას საპირისპირო მიმართულებით, რაც შთანთქავს რხევას და ამცირებს მის სიმძლავრეს. ტექნოლოგია იყენებს წყლის მასის ინერციას შენობის სტაბილურობის გასაზრდელად, რაც მას ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა საინჟინრო გადაწყვეტად აქცევს.

ამ სისტემის ავტორი კანადური კომპანია Motioneering-ია, რომელიც უკვე 25 წელია სპეციალიზდება მაღალი შენობების სტრუქტურული მოძრაობის კონტროლის სფეროში.

წყლის დამპერების სისტემას მსოფლიოში მხოლოდ 10 პროექტი იყენებს – ალიანს ცენტროპოლისი ისეთ არქიტექტურულ ლენდმარკებს შორისაა, როგორიც: Taipei 101, Shanghai Tower და One World Trade Center-ია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

  • მსგავსი კლასის უსაფრთხოების სისტემები ქვეყნის სამშენებლო ბაზარზე ჯერ არ დანერგილა.
  • ალიანს ცენტროპოლისი ერთ-ერთი პირველი პროექტია, სადაც ინტეგრირებულია ქარის ინჟინერია და წყლის დამპერები, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კონსტრუქციად აქცევს.
  • ეს ნიშნავს უფრო უსაფრთხო, მდგრად და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

პასიური სახლი საფრანგეთის მთებში – Quinze Architecture-ის ნამუშევარი