in

Amanjena – სასტუმრო მარაკეშში

მდებარეობა

Alliance Group
Alliance Group

სასტუმრო ამანხენა (amanjena) მდებარეობს მარაკეშში, მაროკოს სიდიდით მეოთხე ქალაქში, რომელიც განსაკუთრებული ხმაურიანობით გამოირჩევა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იზოლირებულია  და ქალაქიდან მოშორებით, უფრო მშვიდ ადგილას მდებარეობს, მასპინძლობს შეზღუდული რაოდენობით სტუმარს და სთავაზობს მათ მყუდრო გარემოს, რა მიზეზითაც მას ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამინები. 

დიზაინი

Amaneja ნიშნავს მშვიდ დასასვენებელ ადგილს, ამიტომ კონცეფციაც ამ შენობის შექმნისას ეს იყო. პროექტის ინსპირაციად ამერიკელმა არქიტექტორმა ედ თათლმა მარაკეშის საადური აკლდამები აიღო, მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი არქიტექტურა, რომელიც ძველებურის განცდას დატოვებდა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ალბათ 33 მეტრის სიგრძის გარე ბასეინია, რომელიც ხელნაკეთი ფილებით არის მოპირკეთებული.

სასტუმროში სამი ტიპის საცხოვრებელია – Pavillions, Maisons და ერთი Al-Hamra Maison, რომლებიც ბასეინის გარშემო მდებარეობს. ყველა ნაწილი ისე არის ერთმანეთისგან გამოყოფილი, რომ შეუძლებელია დამსვენებლებმა ერთმანეთს სიმყუდროვე დაურღვიონ.

მომსახურება

სასტუმროს აქვს ორი რესტორანი, მათ შორის ერთი იაპონური. ასევე შეიძლება ველოსიპედების ქირაობა და ტერიტორიაზე გასეირნება. სასტუმროში არის ტენისის კორტები, სპორტდარბაზი, გოლფის კორტები, ბიბლიოთეკა და სიგარ ბარი.

სასტუმროს გამორჩეული სერვისი მისი სპა ცენტრია, სხვადასხვანაირი აბანოებითა და უამრავი სახეობის მასაჟით.

დეტალები

შენობას აქვს 32 პავილიონი თავისი შიდა ეზოთი, მეტი იზოლაციისთვის სტუმრები ჯავშნიან Maison-ის ტიპის საცხოვრებელს, რომელსაც საკუთარი ბასეინიც აქვს. 

სტანდარტული პავილიონის ფასი ღამეში 570 ევროა და მოიცავს საუზმესა და აეროპორტიდან ტრანსპორტირებას.

ფოტოები: aman.com

“ხმელთაშუა ზღვის ხასიათი” – Clap studio-ს საინტერესო მიდგომა ავეჯის წარმოსაჩენად

განათების როლი ინტერიერში