2025 წლის მილანის დიზაინის კვირეული და Salone del Mobile-ს გამოფენა კიდევ ერთხელ იქცა გლობალური დიზაინის სამყაროს ეპიცენტრად. ეს არის არა მხოლოდ დიზაინის გამოფენა, არამედ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კულტურას, ინოვაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას, რაც მას დიზაინის სფეროში შეუცვლელ მოვლენად აქცევს.
წლევანდელმა ღონისძიებამ 300,000-ზე მეტი დამსწრე მიიზიდა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2,103-მა კომპანიამ 37 სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ხაზს უსვამს ღონისძიების საერთაშორისო მნიშვნელობას.
2025 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყო Atlas Concorde-ის ბრენდი, რომელიც წელს შთამბეჭდავი კონცეფციით გამოირჩეოდა. კომპანიამ კერამიკული ზედაპირები წარმოაჩინა არა მხოლოდ როგორც მასალა, არამედ როგორც ცოცხალი დიზაინის ეკოსისტემის ნაწილი.
ამრიგად, წელს Atlas Concorde-ის ეკოსისტემა კიდევ უფრო ფართოვდება და ეხმიანება თანამედროვე დიზაინის საჭიროებებს, ამ შემთხვევაში – მასალის, ფუნქციურობისა და სტილს შორის ჰარმონიული დიალოგის გზით. ამ ხედვის ცენტრალური ფიგურა გახლავთ სახელგანთქმული არქიტექტორი და დიზაინერი პიერო ლისონი, რომელმაც მილანის დიზაინის კვირეულისთვის ბრენდის არქიტექტურული ენით შექმნილი ორი უნიკალური საგამოფენო სივრცე დააპროექტა.
ერთი მათგანი მოეწყო Atlas Concorde-ის მილანის სტუდიაში, რომელიც ცნობილ ბრერას უბანში მდებარეობს. შოურუმი გარდაიქმნა ინოვაციისა და თხრობის სცენად, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც დიდი ფორმატის ფილები, ასევე მასალები ახალი კოლექციიდან.
მეორე ლოკაცია, სადაც პიერო ლისონის მიერ შექმნილი ინსტალაცია მოეწყო, უშუალოდ Salone del Mobile-ს საგამოფენო სივრცე იყო. დიდი ფორმატის ფილებით, კედლისა და იატაკის ზედაპირებით შეიქმნა გარემო, სადაც თითოეული ელემენტი დიზაინის ჰოლისტური მიდგომის ნაწილად იქცა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხებოდნენ, დაჰკვირვებოდნენ და პირადად შეესწავლათ წარმოდგენილი მასალები, რაც ინტერიერის შექმნის პროცესში შეუცვლელი გამოცდილებაა.
როგორც ცნობილია, Atlas Concorde-ის პროდუქცია საქართველოში ხელმისაწვდომია კომპანია IPS-ში, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ქართველ მომხმარებელს სამშენებლო მასალებსა და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მილანის დიზაინის კვირეულის სიახლეების შეჯამების ფარგლებში, ჩვენ Atlas Concorde-ის გაყიდვების წარმომადგენელს, ეკატერინე ბერიძეს გავესაუბრეთ:
“Salone del Mobile არის უმნიშვნელოვანესი გამოფენა, სადაც მონაწილეობას ძირითადად ავეჯის მწარმოებელი ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერები იღებენ. ესაა სივრცე, რომელიც აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს არქიტექტორებს, დიზაინერებსა და სფეროს სხვა პროფესიონალებს.
რაც შეეხება Atlas Concorde-ს, ამ სფეროში ჩემი 15 წლიანი გამოცდილების ფონზე, მინდა თამამად აღვნიშნო, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი პროდუქციის ხარისხს, ქმნის ტენდენციებს და ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით ყოველწლიურად გვთავაზობს გაუმჯობესებულ და ბუნებრივ მასალებთან მიახლოებულ კერამოგრანიტის ფილებს.
ასევე, მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ეკოლოგიურ მხარეს, რაც დღეს, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ სფეროში. Atlas Concorde-ის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებსაც.
Atlas Concorde-ის კოლექციების უმრავლესობა შექმნილია წამყვანი დიზაინერებისა და დიზაინ სტუდიებთან კოლაბორაციის მეშვეობით.
წლევანდელ გამოფენაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დიზაინერ პიერო ლისონის ექსკლუზიურ კოლექციას – “Tratto”, რომელიც ავეჯს, ჭურჭელს და დეკორატიულ აქსესუარებს აერთიანებს. კერამიკის, შუშის, ხისა და მეტალის კომბინაცია ტექსტურების უნიკალურ ბალანსს ქმნის, გამოირჩევა მინიმალისტური, დახვეწილი სტილით და მარტივად ერგება თანამედროვე სივრცეებს.
წელს საშუალება გვქონდა, სპეციალურად IPS-ის გუნდისა და ჩვენი მეგობარი დიზაინერებისთვის განკუთვნილ მასტერკლასს დავსწრებოდით. მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია უახლესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების შესახებ, რასაც სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს მომხმარებელსაც.”
[R]