in

ავანგარდული ინტერიერი სანქტ-პეტერბურგში

Banner M2
Banner M2

კრისტინა შკლიარის მიერ შექმნილ ბინაში თითოეული ნივთი არა მარტო ფუნქციური, არამედ სიმბოლურიცაა.

„ეს ინტერიერი ჩემთვის შევქმენი, აქ ფორმალური ლოგიკისა და არქიტექტურის სახელმძღვანელოს კანონებთან ერთად კოსმიური, სპონტანური გადაწყვეტილებებიც გამოვიყენე. მაგალითად, სივრცეები საზოგადო და პრივატულად კი არა, არამედ „დღის“ (შემოსასვლელი, სამზარეულო, სასტუმრო) და „ღამის“ ( სამი საძინებელი, სათავსო და სააბაზანო) ზონებად დავყავი.

ნივთები სხვადასხვა ოთახში მოძრაობენ და ერთ კონკრეტულ სივრცეზე არ არიან მიბმულნი, ამ ხერხით ინტერიერის ხასიათი და ატმოსფერო მუდმივად იცვლება“.

ქალიშვილის ოთახი ნათელისა და ბნელის დუალიზმზე მიანიშნებს, რომელიც მოზარდისთვის ძალიან აქტუალურია. დივანს წლის ყოველი დროისთვის შესაბამისი გადასაკრავი აქვს, სკამები ოთახიდან ოთახში თითქმის ყოველ დღე მოგზაურობს, სანათი კი თინეიჯერი გოგონას ოთახის არტ-ობიექტია. უკანასკნელი ახალგაზრდობის, ქალურობისა და ოცნების სიმბოლოცაა.

ის ერთხელაც არ ჩართულა. სხვათა შორის, ხელოვნებაზე – ის აქ ნამდვილად უხვადაა და მეტწილად დეკორატიულ ფუნქციას კი არ ასრულებს, არამედ სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

„კოსმოსური“ სამზარეულოდან მოგზაურობა, სადაც კვერცხის ფორმის სადა კუნძული დომინირებს (კვერცხი – სიცოცხლის სიმბოლო), მოსაცდელ ზონაში გრძელდება. აქ ანტონინა ბაევერის ნამუშევარი „Transatlancyxa“ მას „დედამიწისკენ“( სამზარეულოში) მიუძღვება, სადაც მომწვანო ბალიშებიანი დივანი, ყავისფერი გობელენი და ანასტასია პატიომკინას ჩონჩხის ნამუშევარი  წუთისოფლის წარმავალობას დელიკატურად შეგვახსენებს.

4 წლის ვაჟის ოთახის შპალერზე გამოსახული ფანტასტიკური ტყე ბავშვის მოზღვავებულ ენერგიაზე დამამშვიდებლად ზემოქმედებს.

აქ სააბაზანოსა და სათავსოებშიც კი არტ-ობიექტებია. თუმცა ამ სახლში ხელოვნებას, ავეჯსა და სიცოცხლეს შორის არსებული საზღვრები რიტორიკული საკითხია.

ფოტოგრაფი: დიმიტრი ცერენშიკოვი

 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ერგონომიული სკამი – ნატა ხოტელაშვილის გიდი

მეტალის ავეჯი, როგორც ბრენდის იდენტობა – De Castelli-ს ისტორია