in

Baxter – როდესაც ხელოვნება თქვენს სახლში ცოცხლდება

სახლი მხოლოდ კედლები არ არის. ის არის ემოციების, მოგონებებისა და ყოველდღიური რიტუალების ერთობლიობა. ამ სივრცეში არსებობს ერთი სტილი, რომელიც ყველაფერს აერთიანებს — სტილი, რომელშიც დიზაინი ხელოვნებად იქცევა, სადაც ნივთები გრძნობებს იწვევს.

არის ბრენდები, რომლებიც ავეჯს ქმნის და არის Baxter, რომელიც თავისი კოლექციებით მომავლის დიზაინის ტენდენციებს განსაზღვრავს და სივრცეს ხელოვნებად გარდაქმნის.

Baxter-ის 2025 წლის კოლექცია ბრენდის განახლებულ კინოთეატრში.

Baxter-ის შემოქმედებითი მანიფესტი

ფორმები, ხმები, ფერები, ინტუიციები და მეტამორფოზები, რომლებიც Baxter-ის სახელოსნოში იბადება, ტოვებენ ფიზიკურ სივრცეს და ბრენდის შინაგან არსს გარეთაც გადმოსცემენ.

ტყავის შერჩევიდან დამუშავების ოსტატობამდე, უწყვეტი კვლევიდან ხელოვნების ფორმამდე — ეს არის სილამაზის გზა, რომელიც საბოლოოდ მხატვრულ იერს იღებს.

ბაქსტერის სული — ერთგვარი ნოუ-ჰაუა, რომელიც ტყავის შერჩევიდან მის ხელოვნებად გარდაქმნამდე ყველა ეტაპს მოიცავს და მის ახალ შემოქმედებით მანიფესტში აისახება:

  • Made with leather – ბრენდმა ტყავის დამუშავების სრულიად ახალი მეთოდი გამოიგონა და კლასიკური ინგლისური განწყობა დღევანდელი იტალიური დამოკიდებულებით შეცვალა.
  • Made with mastery – Baxter შთაგონებას იღებს არა მხოლოდ ტყავისგან, არამედ ბუნებრივი ქვისგან, ლითონისგან, ხისგან, ქსოვილებისგან და თითოეულ მასალას თავისი ხედვით აცოცხლებს.
  • Made with curiosityიქ, სადაც ცნობისმოყვარეობა გზამკვლევია. მასალებით და ფერებით თამაში თავისუფალი შემოქმედების პროცესია. ის არ ემორჩილება წესებს და დიზაინის მოულოდნელი კომბინაციებით ახალ ტრენდებს ქმნის.
  • Made with beautyBaxter-ის თითოეული ობიექტი ინტერიერში ისე ჯდება, როგორც მაღალი მოდის ინდივიდუალურად შეკერილი სამოსი სხეულზე – ზუსტად მორგებული და გამორჩეული.

იტალიური ოსტატობა და დიზაინი

ბრენდის ისტორია ისეთივე შთამაგონებელია, როგორც მისი კოლექციები. ყველაფერი 1990 წელს დაიწყო, როდესაც თაობების გამოცდილებით და ტყავისადმი განსაკუთრებული სიყვარულით Luigi და Paolo Bestetti – მ მიზნად დაისახეს იტალიური ავეჯის ტრადიციის გაგრძელება და ტყავის საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. Baxter-ის კოლექციების შექმნა დაიწყო არა მხოლოდ იტალიური ოსტატობით, არამედ იმ დიზაინერების ინსპირაციით, რომლებიც ავეჯს იდეად, ემოციად და ხელოვნებად გარდაქმნიან: Paola Navone, Studiopepe, Roberto Lazzeroni, Draga & Aurel, Pietro Russo, Federico Peri.

ყველა ეს ხმა ერთიანდება Baxter-ის დიზაინში, ქმნის კოლექციებს, რომლებიც არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ყველა მათგანი ერთნაირად განსაკუთერბულია.

Miami Soft – მოდულური, ჰაეროვანი დივანი სრული კომფორტისთვის. დიზაინერი Paola Navone.
Isamu – მაგიდა სკულპტურული ფორმებით, ტრავერტინის მდიდრული ქვა და დიზაინის ახალი განზომილება. დიზაინერი Roberto Lazzeroni.
Lazy Bones – სკულპტურული სავარძელი ინსპირაციული ხასიათით. დიზაინ სტუდიო Studiopepe.
LiBelle – ბიბლიოთეკა ინტელექტუალური ელფერით. დიზაინერი Pietro Russo.
Sorrento – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სავარძელი მაგრამ უსაზღვროდ კომფორტული. დიზაინერი Paola Navone.
Selene — კონსოლი, სადაც ფერები, ფორმები, მასალები და ხაზები ერთიანდებიან ერთი ისტორიის მოსაყოლად. დიზაინერი: Hagit Pincovici.
Marlene – სარკე, რომელიც სივრცეს ვიზუალურ სიღრმეს სძენს. დიზაინ სტუდიო Baxter Production.
ხალიჩა, როგორც არტობიექტი. დიზაინ სტუდიო Baxter Production.
Wave – სანათი, რომელიც არქიტექტურულ აქცენტად იქცა. დიზაინერი Federico Peri.

ბრენდი გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი სახლი ერთიანი სტილისა და ხედვის შესაბამისად მოაწყოთ — ავეჯით დაწყებული, განათებით, აქსესუარებითა და სამზარეულოთი დასრულებული.

ავთენტური წარმოშობის ბუნებრივი მასალები

Baxter-ის ავეჯი იქმნება ძვირფასი, მაღალი ხარისხის მასალებისგან, რომლებიც ბუნებრივი, ნატურალური და იშვიათია. ესენია: ნატურალური ტყავი, მარმარილო, ტრავერტინი, გრანიტი, თითბერი, სპილენძი, უჟანგავი ფოლადი, მხატვრული მინა, მონღოლური ცხვრის ბეწვი და ინოვაციური ტექსტილები . ყველა მასალა სპეციალურად შერჩეულია თავისი წარმოშობის რეგიონიდან — მაგალითად, ხალიჩები იქსოვება ხელით ნეპალში, ნატურალური მატყლისგან.

ტყავის დამუშავების ტექნოლოგია ერთგვარი საიდუმლოა — თითოეული ნაჭერი ინდივიდუალურად მუშავდება, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ბუნებრივი სილამაზე.  შრება ჰაერზე, იღებება მცენარეული საღებავებით და ფორები ღია რჩება. სწორედ ამ ღია სტრუქტურის დამსახურებით, ტყავი სუნთქავს და კომფორტულია წლის ყველა სეზონზე — ზამთარში თბილია, ზაფხულში კი გრილი.

Baxter მხოლოდ ჩრდილოეთ ევროპის და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ხარისხის ხარის ტყავს იყენებს, ხოლო დამუშავება იტალიაში, ტოსკანასა და ვენეტოში ხდება. ტყავი განსხვავდება მისი რბილი, მტკიცე და ხისტი ტექსტურით, რაც საშუალებას იძლევა, ავეჯის თითოეულ მოდელს ინდივიდუალურად მოერგოს შესაბამისი მასალა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ნატურალურ საღებავებს იყენებენ, Baxter-ს საოცრად ფართო და გამორჩეული ფერთა პალიტრა აქვს – ხელმისაწვდომია 140-ზე მეტი სახეობის ტყავი, ასევე მასალებში გვხვდება იშვიათი მარმარილოს ვარიაციები და ძვირფასი მეტალის ზედაპირები.

ტყავის მრავალფეროვნება ვლინდება არა მხოლოდ ფერში, არამედ ფაქტურასა და სიხისტეშიც. გარდა ამისა, შესაძლებელია ტყავზე პრინტების დატანა — მაგალითად, გეომეტრიული მოტივებით, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის საბოლოო ვიზუალს.

Baxter-ს მხოლოდ სილამაზე არ ჰყოფნის. ის ეძებს იმას, რაც ცოცხალია, ბუნებრივია, დროში ჩამოყალიბებული და ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომაც, ბრენდის თითოეული პროდუქტი არ იმალება სრულყოფილების ქერქში, არამედ პირიქით — თავიანთ ბუნებრივ დეტალებს და უხილავ ისტორიებს ამაყად ატარებენ.

Baxter Outdoor – ბუნების ხელოვნება

წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად, ბაქსტერმა შექმნა გარე სივრცის ავეჯის კოლექცია, რომელიც შთაგონებულია ბუნების სილამაზითა და თავისუფლებით. აქ ფორმა და ფუნქცია ერთიანდება, რათა ტერასა, ბაღი ან აუზის გარშემო სივრცე ისეთივე დახვეწილი და ემოციური გახდეს, როგორც სახლის ინტერიერი.

წყალგაუმტარი ტყავი, მზისგან დაცული ქსოვილები და გამძლე რკინის კონსტრუქციები ქმნის გამორჩეულ დიზაინს, რომელიც იდეალურად ერგება როგორც ურბანულ ტერასას, ისე ბუნების წიაღში მდებარე რეზიდენციას — მაგალითად, კომოს ტბის ვილას, სადაც თავად ბრენდის უნიკალური სივრცეც მდებარეობს.

La Casa sul Lago, კომოს ტბასთან მდებარე Baxter-ის რეზიდენცია, წლიდან წლამდე ახალი სიცოცხლით ივსება. ეს ვილა ცოცხალი ორგანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც თანამედროვე დიზაინით სუნთქავს და სეზონების ცვალებადობასთან ერთად იცვლება.

Baxter – არჩევანი მსოფლიოს ყველაზე გემოვნებიანი სახლებისთვის

Baxter-ის ავეჯი არ არის მხოლოდ დიზაინის ელემენტი, ის არის ცხოვრების სტილის ნაწილი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალაქებში გვხვდება.

მილანის ისტორიულ ვილებში Baxter ორგანულად ერწყმის არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ლონდონის სახელბში ის სიმბოლოა ტრადიციასა და თანამედროვეობის ბალანსის. ნიუ-იორკში, ბოჰემურ ლოფტში, Baxter თავისუფალი სულის გამოხატულებაა, შანხაიში კი ის კულტურათა შეხვედრის ადგილად იქცევა.

და არა მხოლოდ ამ ქალაქებში — ბრენდი სახლებს განსხვავებულ იერ-სახეს სძენს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. მათ შორის საქართველოში, სადაც ბრენდმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და თბილისის მრავალ სახლში ბაქსტერი უკვე გახდა სივრცის მთავარი გმირი.

Baxter – როგორც ცხოვრების სტილი

Baxter-ის ფლობა ნიშნავს გემოვნების, სტატუსისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვას. მისი დიზაინი თამამია, მაგრამ დახვეწილი; ემოციური, მაგრამ ელეგანტური. ეს არა მხოლოდ ლამაზი დიზაინია, არამედ კომფორტიც და გემოვნებაც ერთად. ბრენდის თითოეული კოლექცია, იქნება ეს დივანი თუ პატარა ყავის მაგიდა, არ არის მხოლოდ ფუნქციური ობიექტი, ის არის სივრცის ემოციური შტრიხი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერში თავის სიტყვას ამბობს და თაობიდან თაობას გადაეცემა.

Baxter-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში არის Belle Maison, რაც ნიშნავს, რომ ბრენდის მუდმივად განახლებადი კოლექციები სწორედ აქ, ბელიაშვილის 86 ნომერში მდებარე ბელ მეზონის კონცეპტუალურ შოურუმშია ხელმისაწვდომი.

გააცოცხლეთ ხელოვნება თქვენს სივრცეში Baxter-ის არტ-ობიექტებით
Belle Maison-თან ერთად.

სავარძელი MARILYN. დიზიანერი Draga & Aurel. ფოტოგრაფია:  Andrea Ferrari Studio.

[R]

ტელეგრაფის ახალი სიცოცხლე: Silk Development-ისა და Neri&Hu-ს თანამშრომლობით გაცოცხლებული მემკვიდრეობა

სამზარეულო, როგორც ცხოვრების სტილი: იტალიური დახვეწილობის ორი სახე — LUBE და SMEG