in

სად შევიძინო ბენჩი? – 7 ადგილი თბილისში

ინტერიერის დიზაინში ბენჩი გამორჩეული და მრავალმხრივი ელემენტია, რომელიც სივრცეს საოცარ დახვეწილობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას სძენს. გარდა იმისა, რომ ის საკმაოდ პრაქტიკული და ფუნქციური ნივთია, საინტერესო დიზაინისა და ფორმის გამო, მნიშვნელოვანი დეკორატიული ობიექტიცაა, რომელიც ოთახს ამდიდრებს და ალამაზებს. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში იმ მაღაზიების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, სადაც ბენჩის ყიდვას შეძლებთ.

1. JYSK

მინიმალისტური დიზაინის, მრავალფეროვანი მოდელები დაგხვდებათ „JYSK“-ის შოურუმში. სასურველი ბენჩი გარდა პრაქტიკული და დეკორატიული ფუნქციისა, სათავსოდაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და თქვენთვის საჭირო ნივთები თუ აქსესუარები მოათავსოთ მასზე.

2. Ashley HomeStore

განსხვავებული სტილის მოდელები შეგიძლიათ  „Ashley HomeStore“-ში შეიძინოთ. მათ სახლის სხვადასხვა სივრცეში თავისუფლად მოათავსებთ და ნებისმიერ ინტერიერს მიუსადაგებთ. ბენჩი ელეგანტურ შტრიხებს შესძენს თქვენს ოთახს და მას მომხიბვლელობას შემატებს.

3. ICR HOME

თანამედროვე, კლასიკური, მინიმალისტური ბენჩებია წარმოდგენილი „ICR HOME“-ის შოურუმში, სადაც განსხვავებული დიზაინის, ზომის, ფორმისა და ფერის მოდელებს შეხვდებით. თითოეული მათგანი ხარისხითა და ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, ამიტომ თქვენს სახლს უფრო მდიდრულსა და ეფექტურს გახდის.

4. INTERIORISMO

 

თუ გსურთ ბენჩის სახით თქვენს ინტერიერს გამორჩეული და მიმზიდველი შტრიხი შესძინოთ, „INTERIORISMO“-ს შოურუმს უნდა ეწვიოთ. კოლექციაში არსებული მოდელები ნებისმიერ დეკორაციას გაამდიდრებს და მას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. ამავდროულად, პროდუქტი კომფორტული გარემოს შექმნაშიც დაგეხმარებათ.

5. FORUM By New Light

თანამედროვე დიზაინის, მიმზიდველი ბენჩების შეძენა შესაძლებელია  „FORUM By New Light“-ის შოურუმში. სასურველი პროდუქტი დახვეწილ აქცენტებს შეიტანს ნებისმიერ ზონაში და ინტერიერს იდეალურად შეეხამება. ამასთანავე, საკმაოდ ფუნქციური და პრაქტიკულ ავეჯი სიმყუდროვეს შემატებს ოთახს.

6. Mysa

ბენჩი შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ და მომხიბვლელ ავეჯთან ერთად, სახლს ლამაზი დიზაინობიექტი შესძინოთ. თავად მოდელი კი ლამაზი აქსესუარებითა და ტექსტილით გააფორმოთ. საინტერესო პროდუქციის შეძენას კიდევ ერთ სივრცეში, „Mysa“-ს შოურუმში შეძლებთ.

7. სკამი 

სკანდინავიური სტილის ბენჩები, რომლებიც ნატურალური ხის მასალისგანაა დამზადებული და სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი შეგიძლიათ „სკამის“ შოურუმში შეიძინოთ. ნაზი ქსოვილის მოდელები კომფორტული მოსახმარია, მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა კი  ინტერიერის გასახალისებლად იდეალური საშუალებაა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

XVIII საუკუნის ფრანგული სახლი ვინტაჟური დიზაინით

„Mosaics“-ი — პრემიუმ-კლასის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად