in

თანამედროვე კლასიკა — ელეგანტური ბინა მილანში

Banner M2
Banner M2

კლასიკური, არისტოკრატული, ელეგანტური — ყველა ეს ეპითეტი შეეფერება მილანში, Via Lovanio-ზე, ძველ შენობაში მდებარე ამ 182მ2-ის ფართობის მქონე ბინას. მაღალი ჭერი, მდიდრული მარმარილოს ბუხარი, კედლებისა და კარების დეკორი — ეს ყველაფერი იყო შესანიშნავი მასალა, რომელიც Gori & Yoon-ის დიზაინერებს თანამედროვე, კომფორტულ სახლად უნდა გარდაექმნათ და მათ მიაღწიეს კიდეც წარმატებას.

ყველა ისტორიული არქიტექტურული დეტალი, რომელიც ინტერიერში არც ისე ცოტაა, შენარჩუნებულია და საგულდაგულოდ არის აღდგენილი — თითოეული მათგანი ამ ადგილს ცხად პიროვნულობას ანიჭებს, სივრცეს სახლის წარსულსა და ისტორიასთან აკავშირებს. კედლები მქრქალი მარგალიტისფერ-კრემისფერი საღებავით არის შეღებილი, რაც ინტერიერს არისტოკრატულ იერს სძენს და, ამავდროულად, ხაზს უსვამს შესანიშნავ კარნიზს.

მისაღები და სასადილო ოთახები გაერთიანდა. გამჭვირვალე მინის ტიხრის მიღმა კი სამზარეულოა, სადაც შავად შეღებილ ლითონის ჩარჩოებს ინტერიერში თანამედროვე ინდუსტრიული ელფერი შემოაქვს, რაც კლასიკურ დეკორთან საინტერესო კონტრასტს ქმნის. სამზარეულოს ავეჯისთვის ღია მუხა და მარმარილოა გამოყენებული.

საძინებლისთვის დიზაინერებმა ყველაზე ნეიტრალური, მშვიდი, ნათელი პალიტრა შეარჩიეს და ის ნატურალურ ხესთან შეაზავეს. ეს კომბინაცია განტვირთვისთვის მაქსიმალურად შესაფერის გარემოს ქმნის, ხოლო ბუნებრივი სინათლე დღის სასიამოვნოდ გატარების გარანტია.

იტონგის გეომეტრიული სიზუსტის აირბლოკი როგორც სწრაფი მშენებლობის გარანტი

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ზღაპრული საახალწლო დეკორაცია