in

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ჰაერცვლაზე – “ნამაი სტანდარტი” გირჩევთ

დღეს, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, სუფთა ჰაერი დიდი ფუფუნებაა. ბინის კომფორტული კლიმატისთვის მრავალნაირი სისტემებია შექმნილი, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი ჰაერცვლის ნორმაა, ანუ სივრცეში სუფთა ჰაერის შემოტანის სიხშირე. დღევანდელი თემა სწორედ ამ მოწყობილობებს გვინდა მივუძღვნათ.

ჰაერცვლის ინტენსივობა საცხოვრებელი ოთახების მიხედვით

ადამიანების რაოდენობისა და სივრცის მოცულობის მიხედვით დადგენილია ჰაერცვლის ნორმები კონკრეტული ოთახებისთვის:

  • სამზარეულო 5-7 ჯერ;
  • აბაზანა 7-10 ჯერ;
  • ტუალეტი 8-10 ჯერ;
  • სასტუმრო ოთახი 3-4 ჯერ;
  • საძინებელი 2-4 ჯერ;
  • მოსაწევი ოთახი 10 ჯერ.

როგორ ითვლება ჰაერცვლა, ანუ ერთ საათში საჭირო ჰაერის მოცულობა?

ჰაერცვლის გამოსათვლელად მარტივი ფორმულა არსებობს: B=V*n, სადაც B – ჰაერცვლაა, V – ოთახის მოცულობა (ფართი გამრავლებული სიმაღლეზე), n – ჰაერცვლის რაოდენობა.

მაგალითად, 20 კვ.მ. ფართისა და 3 მ-იანი სიმაღლის ჭერის მქონე სასტუმრო ოთახისთვის (სასტუმროში ჰაერი 3-4 ჯერ უნდა გამოიცვალოს) ჰაერცვლის რეკომენდებული წარმადობა დაახლოებით 180-240 მ3/სთ-ია (20*3*3=180; 20*3*4=240).

რა შეიძლება გამოიწვიოს ნორმების დაუცველობამ?

ჰაერის არასაკმარისად ინტენსიური ცირკულაცია ბინას არაკომფორტულსა და ჯანმრთელობისთვის საშიშსაც კი ხდის. მძიმე ჰაერი, ნესტი, ობი და არასასიამოვნო სუნი ჰაერის არასაკმარის ცირკულაციაზე მიუთითებს.

ჰაერის ცირკულაცია საცხოვრებელ სივრცეებში ბუნებრივი ან იძულებითი ვენტილაციის სისტემით ხორციელდება

ბუნებრივი ვენტილაცია

ბუნებრივი ვენტილაცია ის საჰაერო არხებია, რომლებიც სველ წერტილებში და სამზარეულოშია მოთავსებული. მათი მეშვეობით სივრციდან ჰაერის გაწოვა ხორციელდება, ხოლო შემოდინება ოთახის (ღრიჭოები, კარ-ფანჯარა) არაჰერმეტული ადგილებიდან ხდება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს სისტემა მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როცა:

  • გარე და შიდა სივრცეებს შორის ტემპერატურული სხვაობა არანაკლებ 10-15 გრადუსია;
  • ბინაში ჰაერის შემოდინების პირობებია შექმნილი (ზემოხსენებული ღრიჭოები, ღიობები და არაჰერმეტული ადგილები).

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში, როცა გარე და შიდა ტემპერატურა ერთმანეთს უთანაბრდება, ბუნებრივი ვენტილაცია არ მუშაობს!

იძულებითი ვენტილაცია

იძულებითი ვენტილაციის სისტემები წლის ნებისმიერ დროსა და ტემპერატურის პირობებშია ეფექტური. ეს მისი მთავარი უპირატესობაა. ასევე ის არ არის დამოკიდებული ბინაში არსებულ ღრიჭოებსა და არაჰერმეტულ ადგილებზე. მუდმივად გაღებული ფანჯარა მისთვის არ არის აუცილებელი.

ეს შესაძლებელია იყოს როგორც რთული და შესაბამისად, ძვირი მოდინება-გაწოვის კლიმატური კომპლექსი, ასევე მარტივი სავენტილაციო სისტემა, რომელსაც 10-15 სმ. დიამეტრის სავენტილაციო არხი აქვს და კედლის გარე მხარეს დგება.

სწორედ ასეთი ჰაერცვლის სისტემა გვხვდება “ნამაი ვაკეში“. ამ სისტემის უკეთ გასაცნობად ჩვენ აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის ექსპერტებს მივმართეთ. გუნდის განმარტებით, ამგვარი სისტემა შეიძლება ჰაერის შემოდინებაზე ან გაწოვაზე მუშაობდეს. ერთმანეთისგან მოშორებით დამონტაჟებულ ასეთ ვენტილაციას (მაგალითად, გაწოვა – სამზარეულო, შემოტანა – საძინებელი) ბინაში ხარისხიანი ჰაერცვლის უზრუნველყოფა შეუძლია. არსებობს უნივერსალური მოდელები, რომლებიც ორივე ოპერაციას ერთდროულად ასრულებს (ჰაერის შემოტანასაც და გატანასაც). უფრო კომფორტული მოხმარებისთვის ისინი გასანიავებელი ფილტრაციისა და გათბობის სისტემითაა აღჭურვილი.

როგორც “ნამაი ვაკეში” განმარტავენ, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნისთვის სავენტილაციო სისტემა გამთბარი ჰაერის შემოტანის შესაძლებლობას უნდა ფლობდეს, რათა ბინაში არ გაჩნდეს ცივი ჰაერის დინებები (“ორპირი”). ეს კი გარედან შემოტანილი ჰაერის გათბობის გზით მიიღწევა.

იძულებითი შემოდინება-გაწოვის სავენტილაციო სისტემებში შესაძლებელია თბოგამცვლელი-რეკუპერატორების გამოყენება. მათში გამთბარი და დაბინძურებული ჰაერი თბოგამტარს გადის, რომელიც სითბოს ქუჩიდან შემოტანილ სუფთა ჰაერს გადასცემს. ეს მარტივი სავენტილაციო სისტემის ყველაზე განვითარებული მოდელებია, რომლებიც მინიმალური ენერგიის ხარჯვის პირობებში ბინაში თბოცვლასა და სუფთა, გაფილტრული, კომფორტული ტემპერატურის ჰაერის მოდინებას უზრუნველყოფენ. “ნამაი ვაკემ” საკუთარ კომპლექსში სწორედ ეს სისტემა დაამონტაჟა.

“”VENTS” – ის ფირმის რეკუპერატორები ეკონომიური, ჩუმი და ძალიან ეფექტურია. ის ტრადიციულ კონდენციონერებთან ერთად ბინაში კომფორტულ მიკროკლიმატს ქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სისტემა ჩვენი საჩუქარია ყოველი ახალი ბინადარისთვის,” – აცხადებენ “ნამაი ვაკეში

 

#სადვიცხოვრო: ფრიდა კალოს “La Casa Azul”-ის თბილისური გარდასახვა ვერცხლის ქუჩაზე

როგორ გავახალისოთ მცირე ზომის საპირფარეშო?