in

როგორ გავახალისოთ მცირე ზომის საპირფარეშო?

ხდება ხოლმე ისე, რომ თუკი საპირფარეშო მცირე ზომისაა, მის დიზაინს ყურადღება არ ექცევა. თუმცა, რეალურად, მსგავსი სივრცეები იდეალური ადგილია გასახალისებლად და სიცოცხლის შესატანად. სახლის ამ ნაწილში მუდმივად ყოფნა არ გჭირდებათ და სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, თამამი ფერები და თამამი დიზაინი გამოიყენოთ აქ.

და მაინც, როგორაა შესაძლებელი ამ სივრცის გახალისება?

საამისოდ ნამდვილად გამოგადგებათ ძველი, ვინტაჟური ავეჯი, რომელიც თან სივრცეს შეავსებს, თან – საპირფარეშოს არასახარბიელო დეტალებს (თუნდაც, მილებს) დაფარავს. ასევე, სარკეები ვინტაჟური ნივთებიდან ერთ-ერთი ყველაზე იაფი გზაა, რომელიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ისინი ოთახს ორიგინალურობის განცდას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უქმნიან.

მხიარული საპირფარეშოს შესაქმნელად აუცილებად დაგჭირდებათ ნათელი ფერების დამატება თუნდაც შპალერის, ფილების ან საღებავის გამოყენებით.

იმისთვის, რომ თქვენს საპირფარეშოში განსაკუთრებული გარემო შექმნათ, საჭიროა არატრადიციული მასალებიც გამოიყენოთ.

არაჩვეულებრივი მასალები ასევე მნიშვნელოვანია აბაზანის ხასიათის დასამატებლად, იქნება ეს დამუშავებული ხე, ვინტაჟური შუშა თუ სხვა.

მაგალითად, ამ საპირფარეშოს ძალიან მუქი ფერი ქმნის ძლიერ ფონს, საიმისოდ რომ აქ გამოყენებული მასალები მკაფიოდ გამოჩნდეს – ვინტაჟური უნიტაზი და პასტელური ვარდისფერი ხელსაბანი. მიუხედავად იმისა, რომ სანიტარული ფურნიტურა მკვეთრად რეტროა, ოთახი მაინც გამოიყურება ელეგანტურად და თანამედროვედ.

ამ საპირფარეშოში ყველაზე დიდ ყურადღებას ჭრელი შპალერი იქცევს. ასევე, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოქროსფერი ნიჟარა და სპილენძის ონკანი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ მთლიანი საპირფარეშო ხეშია გაკეთებული. ერთგვარად აქაურობა საუნის განწყობასაც კი ქმნის.

კიბის ქვეშ არსებული ეს მწვანე საპირფარეშო ძველებური და თანამედროვე სტილის იდეალური შერწყმაა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ვინტაჟური მასალებია გამოყენებული, დღევანდელობის ელეგანტურობა ამ სივრცეს თან სდევს.

მოცემული სააბაზანოს კედელი ძველი ბელგიური ასანთის ეტიკეტების შპალერითაა გაწყობილი, რაც ძალიან ორიგინალურ განწყობას ქმნის ამ სივრცეში. საპირფარეშოს ასევე პატარა ზომის, უბრალო სარკე და ნიჟარა ამშვენებს.

რა უნდა ვიცოდეთ ბინის ჰაერცვლაზე – “ნამაი სტანდარტი” გირჩევთ

თბილისური ბინის ახლებური სიცოცხლე – ანი მაჭავარიანის ნამუშევარი