in ,

თბილისური ბინის ახლებური სიცოცხლე – ანი მაჭავარიანის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელზეც დიზაინერმა ანი მაჭავარიანმა იმუშავა, მისმა მეპატრონემ უკვე გარემონტებული შეიძინა. საპროექტო დავალების სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ პროექტის გადაკეთება უნდა შესრულებულიყო ბინაში უკვე არსებული მასალების გამოყენებით.

ამ მიზნის მისაღწევად ანი მაჭავარიანმა ინტერიერი გაამდიდრა ისეთი ფაქტურებით, რაც არსებულ დეტალებს მოუხდებოდა. ასევე დიზაინერმა შემოიტანა ღია და ნათელი ფერები, რაც ბინას უფრო მეტად კომფორტულსა და მყუდროს ხდის.

ამას გარდა, რენოვაციის ფარგლებში სველ წერტილებში მოიხსნა ძველი ფურნიტურა და შეიცვალა ახლით, კედლებს დაემატა მოლდინგები და რამდენიმე მათგანი შეიღება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორიგინალური განათების ელემენტები, რომლებიც ინტერიერს გამორჩეულ ხასიათს სძენს. რაც შეეხება ავეჯს, ის სპეციალური დაკვეთით დამზადდა, რათა იდეალურად მორგებოდა გარემოს.

საბოლოო ჯამში, სწორი კონცეფციისა შემუშავების ხარჯზე, ბინამ სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა.

 

ფოტოგრაფი: ლიკა გეწაძე

როგორ გავახალისოთ მცირე ზომის საპირფარეშო?

ქართული პროექტები Archdaily-ზე