in

ახალ კორპუსში ბინის ყიდვისას დაშვებული 5 მთავარი შეცდომა

ამ სტატიაში გაეცნობით 5 შეცდომას, რომელსაც ადამიანები ახალ კორპუსში ბინის ყიდვისას უშვებენ. თუ გსურთ, რომ თქვენი შენაძენით კმაყოფილი დარჩეთ, ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს გადახედეთ და ეცადეთ, ისინი თავიდან აიცილოთ.

  1. სიჩქარე

თუ ყიდულობთ ბინას, რომელშიც თქვენი ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში იცხოვრებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჩქაროთ. როდესაც საქმე ძვირადღირებულ შესყიდვებს ეხება, გადაწყვეტილებების ემოციურ ფონზე მიღება დაუშვებელია.

მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ კონკრეტულ ადგილას აშენებულ კონკრეტულ კორპუსში გსურთ ცხოვრება, სხვა ვარიანტების განხილვა მაინც ღირს – შეადარეთ ფასები, განლაგება, ინფრასტრუქტურა და საბანკო პირობები იპოთეკის მისაღებად. გაეცანით დეტალებს საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ – გამოყენებული მასალა, კედლების სისქე, ობიექტის დასრულების ვადები და ა. შ.

პანიკას ნუ აჰყვებით! თუ დეველოპერული კომპანიის მენეჯერი ირწმუნება, რომ კონკრეტული ბინა ხვალ გაძვირდება და შემოთავაზებას სასწრაფოდ უნდა დათანხმდეთ, გახსოვდეთ, რომ მისი მიზანი შეთანხმების სწრაფად მიღწევაა.

  1. შემოწმების გარეშე ნდობა

თუ დეველოპერული კომპანიის რეპუტაციას არ შეამოწმებთ, შესაძლოა, დიდი ზარალი განიცადოთ – შეიძლება, „ერთდღიან“ კომპანიას გადაეყაროთ და დაუსრულებელი მშენებლობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ.

აუცილებლად გადაამოწმეთ, სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ მის პარტნიორებს ან მომხმარებლებს სასამართლოში სარჩელი ხომ არ აქვთ შეტანილი. თუ აღმოაჩენთ, რომ ქალაქის ადმინისტრაციას დეველოპერული ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია, ეს ეჭვის სერიოზული საფუძველია.

  1. დაბალ ფასზე ორიენტირება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მჭიდრო ბიუჯეტი გაქვთ, არჩეული საცხოვრებლის მახასიათებლები ყურადღებით შეისწავლეთ. კვადრატული მეტრის ფასის გარდა, ახალი შენობების შესადარებლად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი არსებობს: სართულზე ბინების რაოდენობა, კედლების სისქე, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, პარკინგი და ა. შ. ფასი სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

რაც უფრო კარგია მახასიათებლები, მით უფრო ძვირია ბინა და კომფორტულია მასში ცხოვრება.

  1. დეველოპერული კომპანიების დაპირებებზე დაყრდნობა

ბევრი დეველოპერული კომპანია გვპირდება, რომ განავითარებს სოციალურ ინფრასტრუქტურას – ააშენებს სკოლას, საბავშვო ბაღს და კლინიკას, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე განთავსდება ბანკები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და ფიტნეს კლუბები.

დაპირებები მომზადებული პროექტითა და მშენებლობის ნებართვით უნდა იყოს გამყარებული.

  1. მდებარეობის უგულებელყოფა

თქვენ მიერ შერჩეული ბინა, შესაძლოა, მყუდრო იყოს, ფასიც ხელმისაწვდომი ჰქონდეს, მაგრამ თუ სამსახურში მისასვლელად დღეში 1 საათზე მეტი გჭირდებათ, დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა ასეთ სირთულესთან შეგუება.

ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და მდებარეობის შესახებ ყველაფრის გასარკვევად საუკეთესო გზა ახალ კორპუსამდე მისასვლელი სხვადასხვა გზის გამოკვლევაა.

გამოთვალეთ დრო, რომელიც სამსახურში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, კლინიკაში და მაღაზიებში მისასვლელად გჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, თუ რამდენად უსაფრთხოდ შეძლებს თქვენი შვილი სკოლამდე მისვლას, არის თუ არა დატვირთული გზები, ღია გზაჯვარედინები და სამშენებლო უბნები.

ამ მხრივ იდეალური ვარიანტია ისეთი დასახლებები, რომლებიც ქალაქთან ახლოს, მაგრამ ბუნების სიახლოვეში მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი კომპლექსია „ნამაი ვაკე“, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მაცხოვრებლებს ქალაქის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან აქვთ წვდომა, ეს ყველაფერი კი ბუნების წიაღში ცხოვრების განცდის პარალელურად ხდება. აქ არსებული სუფთა ჰაერი, სიწყნარე, გონივრულად დაგეგმილი ლანდშაფტი და არქიტექტურა დაცულობისა და სიმშვიდის შეგრძნების გარანტიას იძლევა. რაც მთავარია, ნამაი ვაკეს კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება ლიეტუვური კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” მიერ, რომელიც კომპანია Praslas-ის შვილობილი კომპანიაა. ეს უკანასკნელი კი 20 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და შესაბამისად, მის სანდოობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ზემო ვაკეში

„ნამაი ვაკეს“ მშენებლობა დასრულებულია – კომპლექსი მზად არის პირველი ბინადრების მისაღებად

ტური ბინაში, რომლის რედიზაინმაც ემა გრანტს კარიერის შეცვლისკენ უბიძგა