in

ბინა სხვენში სკანდინავიური ესთეტიკით

Banner M2
Banner M2

ბინა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, შვედეთში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 81 კვადრატული მეტრია. ინტერიერი სკანდინავიურ სტილშია მოწყობილი, სადაც ხის მასალა და ღია ფერები ჭარბობს.

შიდა სივრცე ორ სართულზეა განაწილებული. პირველი სართული უფრო მკაცრი და ფორმალურია, ხოლო მეორე სართული სხვენია, რომელიც საძინებლის სახით გამოიყენება და აქ უფრო მშვიდი და თბილი განწყობა იქმნება.

მისაღები მდიდარია კედლის ნახატებითა და სხვადასხვა სახის დეკორაციებით. განსაკუთრებულ შეგრძნებას ტოვებს დიდი ზომის ჭაღი, რომელიც ოთახის ცენტრალურ აქცენტსაც წარმოადგენს. ფანჯრები დიდი და ნათელია, რაც ოთახს ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფს.

საძინებელი საკმაოდ დიდი ზომისაა. ღია ფერის ავეჯი და ქსოვილები სივრცეს ვიზუალურად ადიდებს, რაც ნივთების უკეთ გადანაწილების საშუალებას იძლევა. ბუნებრივი ხის ფერები ჭკვიანურად არის შეხამებული რძისფერ, დელიკატურ ქსოვილებთან და მსუბუქ ტექსტილთან, რაც ოთახს ჰაეროვანსა და მყუდროს ხდის. აღსანიშნავია დიდი ზომის ფანჯრებიც, საიდანაც მზის სხივები უხვი რაოდენობით შემოდის.

საძინებელი ორ ნაწილადაა დაყოფილი. მეორე ნაწილში დივანს და ყავის პატარა მაგიდას ვხვდებით. დამატებითი აქცენტების სახით კედლის ნახატები და მწვანე მცენარეებია დამატებული, რაც სკანდინავიურ ინტერიერში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მეთოდია.

სამზარეულო სხვა ოთახებისგან განსხვავდება, რადგან ხის პანელების ნაცვლად, აქ კერამიკული ფილები გვხვდება, ხე კი კედლის გარკვეულ ნაწილზე, საინტერესო და ბუნებრივი ეფექტის შესაქმნელად არის გამოყენებული. ბინის ეს ნაწილი თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის თანამედროვე და ელეგანტურ დიზაინს.

რაც შეეხება აბაზანას, სამზარეულოს მსგავსად, კედლებსა და იატაკზე აქაც ღია ფერის კერამიკული ფილები გვხვდება. ნათელი ფერები და ერთიანობის განწყობა მსუბუქი ტესტილისა და თეთრი ქსოვილების დახმარებით არის მიღწეული. იატაკის საფარისთვის შერჩეული ფილები შავი ფერისაა, რის ხარჯზეც აბაზანაში საინტერესო კონტრასტი იქმნება.

საბოლოო ჯამში, ბინა საკმაოდ მყუდრო და ნათელია. ინტერიერის გეგმარირებისას გამოყენებულია მინიმალისტური სტილის პრინციპები, რაც სივრცეს კიდევ უფრო ზრდის და აფართოებს. მეორე სართული იდეალურია დასასვენებლად, ხოლო პირველი – სტუმრების მისაღებად და სოციალური აქტივობებისათვის.

„BIM Solutions Georgia“ „Autodesk“-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა – რას ნიშნავს ეს ქართული სამშენებლო ბაზრისთვის?

როგორ შევქმნათ მდიდრული ინტერიერი მცირე ზომის ბინაში? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა