in

Casa Collina – ტრადიციული, იტალიური ქვით ნაშენები ვილა უმბრიაში

ეს ულამაზესი აგარაკი იტალიაში, კერძოდ, უმბრიაში მდებარეობს. ის ზეთისხილის ბუჩქებითაა გარშემორტყმული, მიმდებარე პერიმეტრები კი იტალიურ ვენახებს უკავიათ.  ინტერიერი შესრულებულია ტრადიციული, თუმცა, მსუბუქი სტილით, დახვეწილი შეხამებით ძველ ხესა და ზოგიერთ თანამედროვე ელემენტს შორის, რაც სახლში კომოფორტულ გარემოს ქმნის.

Banner M2
Banner M2

ეს სახლი ნამდვილად ჰგავს იმ სახლებს, რომლებიც იტალიურ ფილმებში გვინახავს. ბაღი, სახლის არქიტექტურა, ვენახები… სწორედ ეს ყველაფერი ქმნის იტალიურ ესთეტიკას. ერთადერთი, რითიც ამ ადგილს ძველებური ვილებისგან განვასხვავებთ თანამედროვე დიზაინის ავეჯია, რომელიც იდეალურადაა შერწყმული ხსენებულ ტრადიციებს.

სახლის უდიდეს ღირსებას წარმოადგენს გარე სივრცე, რომელიც ძალიან შინაურულად და კომფორტულადაა მოწყობილი. არავისთვისაა უცნობი ის, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ იტალიელები სიმწვანესა და ბუნებას, ამიტომაც, გარდა ზეთისხილის ბუჩქებისა, ბაღში მცენარეები უხვადაა დამატებული. რაც შეეხება გარე სივრცის ავეჯს, მათზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად ძველებურია – სწორედ ისეთი, როგორც ამ სივრცეს შეეფერება. ეს ადგილი იდეალურია ზაფხულის მაგიის შესაგრძნობად და იტალიური ღვინის დასაგემოვნებლად.

სულაც არაა უცნაური ის ფაქტი, რომ ამ სახლში კედლები ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი – იტალიურ აგარაკებს სწორედ ეს სინათლე ახლავს თან. ამ სახლის საძინებელი ოთახებიც სწორედ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. ამ კონკრეტულ ოთახში ძალიან დახვეწილად ერწყმის თეთრ ფერს მომწვანო-მოლურჯო ფერები და ხის ავეჯი.

თითქმის ანალოგიურ ფერებშია გადაწყვეტილი მეორე საძინებელიც. თუმცა, ეს საძინებელი ღია ტიპისაა.

სამზარეულოზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძველისა და ახლის შერწყმაა. თუმცა, აქ ახალი დეტალებიც კი ძველებურად გამოიყურებიან – როგორც ჩანს, ბევრია ნაფიქრი ამ ყველაფერზე.

აბაჟურების შექმნის თანამედროვე ხელოვნება – ინტერვიუ რადა მერებაშვილთან

ქართული ფეხსაცმლის ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია – DODO Designs-ის ნამუშევარი