in ,

Kazuo Sejima-ს გეომეტრიული არქიტექტურა

Alliance Group
Alliance Group

კაზუიო სეჯიმა 1956 წელს დაბადებული იაპონელი არქიტექტორია. მან 1981 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი არქიტექტურის იაპონიის ქალთა უნივერსიტეტში და 1987 წელს შექმნა საკუთარი პრაქტიკა სახელწოდებით Kazuyo Sejima & Associates. სეჯიმას ნამუშევრებმა მალე მოიპოვა ეროვნული აღიარება და მან 1992 წელს მიიღო იაპონური არქიტექტორის ინსტიტუტის წლის ახალგაზრდა არქიტექტორის ჯილდოც. შემდეგ 1995 წელს სეჯიმამ თავისი ფირმა SANAA-ს (Sejima and Nishizawa and Associated) დააფუძნა ტოკიოში Ryue Nishizawa-სთან თანამშრომლობით.

სეჯიმას მთავარი ფოკუსი ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის იყო სივრცის სოციალური გამოყენება და მისი ადაპტაციის პოტენციალი. სწორედ ამ ფილოსოფიის გათვალისწინებით, ის არ მიიჩნევს, რომ რაიმე პროექტი დასრულებულია, სანამ მისი მკვიდრნი თავიანთი საქმიანობით მთლიანად არ აითვისებენ სივრცეს. უფრო მეტიც, მისი შენობები ცნობილია სუფთა, ბრწყინვალე ზედაპირებით. მინა, მარმარილო და ლითონები – სწორედ ეს მასალები გამოიყენა მან თითქმის ყველა მისი პროექტისთვის. სეჯიმას ხელწერა მოიცავს მის გლუვ ზედაპირულ და კარგად ორგანიზებულ შენობებს და თანამედროვე, მოდერნისტულ ელემენტებს. სეჯიმას სჯერა, რომ გარე სივრცეები შენობის ინტერიერს ერწყმის, ამ მიზეზით ის ყოველთვის ათავსებს დიდ ფანჯრებს თავის შენობებში და ამყარებს ვიზუალურ კავშირს შიდა და გარე ზონებს ​​შორის. როგორც ცნობილია, უმეტესად ის შთაგონებას იღებს პროექტის ადგილმდებარეობიდან და მისი შემოგარენიდან.

Kazuyo Sejima-ს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც არქიტექტურის პროფესორს. მან პედაგოგიური კარიერა ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტიდან დაიწყო. იგი ასწავლიდა პრინსტონის უნივერსიტეტში, ლოზანის პოლიტექნიკასა და ტამას ხელოვნების უნივერსიტეტში; ამჟამად არის მოწვეული ლექტორი როგორც ტამას ხელოვნების უნივერსიტეტში, ასევე ტოკიოს იაპონიის ქალთა უნივერსიტეტში.

სეჯიმას ნამუშევარი აქვს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ნიდერლანდებში, შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში. წარმოგიდგენთ მის რამდენიმე საკულტო ნამუშევარს.

Louvre-Lens, France
M2-building
New Museum, New York City
Shibaura House, Tokyo

Wisdom Tea House

ბინა თანამედროვე კლასიკური სტილით – მარიტა ცინცქილაძის ინტერიერი

სინაზითა და სიმარტივით სავსე სახლი უდაბნოში