in

როგორ მივიღოთ დ ვიტამინი ბუნებრივად

დ ვიტამინი განაპირობებს ჯანმრთელობის მდგომარეობის და საერთო კეთილდღეობის მრავალ კომპონენტს. მაგალითად იგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კალციუმის შეწოვაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძვლების სიძლიერის შესანარჩუნებლად და ასევე ოსტეოპოროზის პრევენციაში.

გარდა ამისა, დ ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციებისგან თავის დაღწევასა და ავტოიმუნური დაავადებების რისკის შემცირებაში. უფრო მეტიც დ ვიტამინმა შეიძლება ხელი შეუწყოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, არტერიული წნევის რეგულირებითა და გულის ფუნქციის გაუმჯობესებით. საერთო ჯამში, ორგანიზმში დ ვიტამინის დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობის, გონებრივი კეთილდღეობისა და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის.

თქვენი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია პერიოდულად კვლევები ჩაიტაროთ და დაადგინოთ დ ვიტამინის დონეს, გჭირდებათ თუ არა დანამატი, თუ საკმარისი იქნება დ ვიტამინის ბუნებრივად მიღება. ასეთ დროს სასურველია, ფლობდეთ ინფორმაციას დ ვიტამინის ბუნებრივი წყაროების შესახებ.

მზე

მზე საუკეთესო წყაროა დ ვიტამინის მისაღებად, სწორედ ამიტომ ამ ელემენტს მზის ვიტამინსაც უწოდებენ. როდესაც თქვენი კანი მზის სხივებთან არის ურთიერთქმედებაში, იგი ქოლესტერინიდან დ ვიტამინს გამოიმუშავებს. მზის ულტრაიისფერ სხივებს გავლენა აქვს ქოლესტერინზე კანის უჯრედებში, რაც უზრუნველყოფს ენერგიას დ ვიტამინის სინთეზისთვის. თუმცა, აქვე გაითვალისწინეთ რომ არც ზედმეტად მეტი დროის გატარება შეიძლება მზეზე. რეკომენდებულია, შუა დღის მზეზე 10-30 წუთის განმავლობაში სეირნობა.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მზის სხივებისგან დ ვიტამინის გამომუშავების უნარს, გულისხმობს დღის მონაკვეთს, როდის გადიხართ გარეთ, კანის ფერს, თუ სად ცხოვრობთ (ეკვატორიდან რა მანძილზე), რამდენად აჩენთ კანს მზეზე და იყენებთ თუ არა მზისგან დამცავ კრემს.

საკვები პროდუქტები

  • ორაგული, სკუმბრია, სარდინი და ტუნა – ეს თევზები დ ვიტამინის მისაღებად უმდიდრეს წყაროს წარმოადგენენ მაღალი რაოდენობის ცხიმის შემცველობის გამო.
  • კვერცხის გული დ ვიტამინის მისაღებად ღირებული წყაროა. ის უზრუნველყოფს საჭირო ელემენტების მცირე, მაგრამ მაინც სასარგებლო რაოდენობას.
  • ვიტამინიზებული რძე, ფორთოხლის წვენი, ბურღულეული, მცენარეული რძის ალტერნატივები, როგორიცაა სოიას, ნუშის რძე ასევე წყაროა დ ვიტამინის.
  • ზოგიერთ სოკოს, მაგალითად შიიტაკესა და მაიტაკეს, აქვს უნიკალური უნარის დ ვიტამინი გამოიმუშაოს მზის, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების დროს.
  • ვირთევზას ღვიძლის ზეთი დ ვიტამინისა და ომეგა 3- ის ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა.

თუკი გაწუხებთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თმის ცვენა, ძვლისა და კუნთის მწვავე ტკივილი, სუსტი იმუნური სისტემა, განწყობის ცვლილება, უენერგიობა და ეჭვობთ რომ შესაძლოა დ ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ, პირველ რიგში ჩაიტარეთ გამოკვლევა და მიიღეთ ექიმის დანიშნულება.

მიუხედავად იმისა, თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ თუ არა საჭიროების მიხედვით დ ვიტამინის საკვებ დანამატს (მაგალითად, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში არსებულ პოპულარულ სოლგარის D ვიტამინს), სასურველია ის ბუნებრივი წყაროებიდან მაინც მიიღოთ, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

[R]

ინტერიერი ოქროსფერი დეტალებით – ქრისტინე მორჩაძის ნამუშევარი

თანამედროვე კოტეჯი ფინეთის ტყეში