in

ხელნაკეთი შპალერების ესთეტიკა – “de Gournay-ს” ხელწერა

Banner M2
Banner M2

კედლები სახლის ინტერიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ის განსაზღვრავს, როგორი ატმოსფერო იქნება ბინაში  – მონოქრომული, ერთფეროვანი, თბილი, თუ პირიქით – ცემენტისა და აგურის კომპოზიციებით დამზადებული, მკაცრი ვიზუალის. შესაბამისად, ინტერიერის პროექტის შედგენისას მფლობელები და დიზაინერები განსაკუთრებულ ყურადღებას შპალერის, საღებავისა თუ კედლის მასალის არჩევას უთმობენ. „დე გურნე“ (de Gournay) შპალერის, კერამიკული  და ქსოვილის ნაწარმის დამამზადებელი ფრანგული კომპანიაა. დღეს მათ განუმეორებელ, მრავალფეროვან შპალერზე გიამბობთ, რომელიც უნიკალურია, რადგან თითოეული მათგანი ხელით იხატება და მისი მსგავსი მეორე აღარ იქმნება.

„დე გურნეს“  საკუთარი ინდივიდუალური სტილი აქვს – XIX საუკუნის ფრანგული ფეშენებელური კომპოზიციები, არტ ნუვოსა და არტ დეკოს ინტერიერი, მოოქროვილი ჭერი – მის თანამშრომლებს, რომლებიც მხატვრები არიან და კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს გადიან, ჩამოთვლილი დეკორებიდან ნებისმიერის შესაფერისი შპალერების დამზადება შეუძლიათ. „დე გურნეს“ სიძლიერე დეტალებშია – შპალერის ქაღალდის ხარისხი, საღებავების ტექსტურა და მისი თანამშრომლების გასაოცარი ოსტატობა ქმნის იმ შედევრებს, რომლებსაც ფოტოებზე ხედავთ და რომლებიც უკვე ხელოვნების შედევრადაა შეფასებული.

ფოტოებზე გამოსახული სახლი ჰანა სესილ გურნეს ეკუთვნის, „დე გურნეს“ დამმაარსებლის, კლოდ დე გურნეს ქალიშვილს. მის სახლში თითოეულ ოთახს განსხვავებული თემატიკა და სტილი აქვს. მაგალითად, საძინებელში არსებულ ატმისფერ-ვარდისფერი ფერების კომბინაციით შექმნილ დიზაინს “Askew” ეწოდება და მისი შპალერი გამომშრალი ვარდისფერი აბრშემუმის მოხატვითაა შექმნილი.

 

სამზარეულოს დიზაინს “პრობლემის გარეშე” (ფრანგულად – Sans Soucis) ეწოდება. მისი ორნამენტები ხელითაა ამოქარგული ნაცრისფრად შეღებილ, გამომშრალ აბრეშუმზე.

 

 

ჰანა სესილ გურნეს ლონდონის ბინის ნამდვილ ღირსშესანიშნაობას მისი ფლამინგოებით მოხატული სააბაზანო წარმოადგენს, რომელიც სანდალოზის ხის იშვიათი ქაღალდისგანაა დამზადებული და ოქროთია მოპირკეთებული.

 

 

საოჯახო ოთახისთვის შექმნილ შპალერების დიზაინს “ფლორა” ეწოდება. ის ფიჭვისა და სატინისგანაა დამზადებული და მასზე ფლორალურ ორნამენტებს ვხედავთ, რომელიც მუქ ლურჯ ფერთან ერთად ოთახში მშვიდ,ჰამონიულ ატმოსფეროს ქმნის.

 

 

მისაღების ატმისფერი, შედარებით თანამედროვე  შპალერი სელის ხისგანაა დამზადებული და მასზე გამოსახულ ორნამენტს “Peach Moiré” ეწოდება.

 

 

‘Coco Coromandel’ – ასე ეწოდება სასტუმრო ოთახის დიზაინს, რომელიც მუქ ყავისფერ სანდალოზის ხის ქაღალდისგან დამზადებული შპალერითაა შექმნილი.

 

 

ჰანა სესილ გურნეს სახლის საბავშვო საძინებელი აფრიკული სავანათია ინსპირირებული. მასზე თვალწარმტაცი ბუნებრივი პეიზაჟია გამოსახული, რომელიც, მფლობელის აზრით, მისი შვილის ფანტაზიის უნარის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.

 

საბავშვო საპირფარეშოს დიზაინს “გასეირნება” (Promenade) ჰქვია, რომელზეც, საძინებლის მსგავსად, ცხოველები არიან გამოსახულნი. ეს შპალერი სელის ხისგანაა დამზადებული.

ფოტოების ავტორი – Rebecca Reid

სურეალისტური სახლი მთის ფასადით ლონდონში

არქიტექტორი მიმართულებების ჩამომყალიბებლის როლში – ინტერვიუ ირაკლი აბაშიძესთან და დიმიტრი შაფაქიძესთან