in

დეკორატიული რადიატორის უპირატესობები – 2023 წლის მთავარი ტრენდები

დეკორატიული რადიატორი ბოლო პერიოდის განსაკუთრებულ მოდურ ტრენდს წარმოადგენს, რომელსაც ინტერიერში დახვეწილი, ელეგანტური, მიმზიდველი და გამორჩეული აქცენტები შეაქვს. დეკორატიულ რადიატორს ერთი მხრივ, ფუნქციური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სახლში სითბოსა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ის ვიზუალური მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ იერს სძენს. პრაქტიკულისა და ესთეტიკურის იდეალური კომბინაცია თანამედროვე დიზაინში მას ერთ-ერთ ტენდენციურ, აქტუალურ და მოთხოვნად პროდუქტად აქცევს. ის წარმოადგენს ახალ, თანამედროვე და მოდურ ნაწარმს, რომელიც კარგი ალტერნატივაა კლასიკური და სტანდარტული რადიატორების ჩასანაცვლებლად. მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება და დღეს უკვე არაერთი სახლის ინტერიერს ამშვენებს.

რატომ უნდა ავირჩიოთ დეკორატიული რადიატორი?

დეკორატიული რადიატორი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება, რაც მას 2023 წლის ტენდენციების თანახმად, დიზაინერების რჩეულ პროდუქტად აქცევს. დღეს სწორედ ამ მახასიათებლებზე ვისაუბრებთ.

მდგრადობა

დეკორატიული რადიატორები მდგრადობითა და სტაბილურობით ხასიათდება, რადგან ისინი ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგანაა დამზადებული, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ გამოყენებას. თანამედროვე სამყაროში ეკო-მეგობრული გარემოს შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ადამიანები ცდილობენ სახლი ისე დააპროექტონ და მოაწყონ, რომ ის გარემოსათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ და მასალად ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტი გამოიყენონ. დეკორატიული რადიატორი კი სწორედ ასეთი ნივთია, რომლის დასამზადებლადაც გამოიყენება ფოლადი, ალუმინი, თუჯი, რაც პროდუქტის უსაფრთხო, ხარისხიან და გრძელვადიან გამოყენებას განაპირობებს.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

ენერგოეფექტურობა

დეკორატიული რადიატორები არაფრით ჩამოუვარდება  სტანდარტულ რადიატორს და თბოგამოცემის თვალსაზრისით, საკმაოდ ეფექტურია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სითბოს გამოცემა დამოკიდებულია რადიატორის სისქეზე, ზედაპირის ფართობსა და წიბოების რაოდენობაზე, შესაბამისად, როდესაც ხდება რადიატორის შერჩევა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას წიბოების რაოდენობა, რომელიც თბოგამოცემის უნარს განსაზღვრავს.

დეკორატიული რადიატორი ენერგოეფექტურობით ხასიათდება, რადგან სპეციალურად შექმნილი სითბოს გადამცვლელის გამოყენებით ( მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს სითბოს გაცვლის პროცესს სხვადასხვა ტემპერატურაზე მყოფ ორ სითხეს შორის), თბოგამოცემის წარმოების კუთხით, სტანდარტული რადიატორის მსგავსი შედეგი მიიღება. თუმცა ის 90%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს, რაც ნიშნავს იმას, რომ მკვეთრად მცირდება საწვავის რაოდენობა, რომელიც წყლის გასათბობად გამოიყენება და შედეგად, დანახარჯის ეკონომია ხდება.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

სახასიათო ინტერიერი

21-ე საუკუნის ინტერიერის დიზაინში ახალ ტენდენციას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რადიატორი არა მხოლოდ სითბოს გამოცემას უნდა უზრუნველყოფდეს, არამედ ოთახს ესთეტიკურ ღირებულებასაც სძენდეს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს შესაძლებელი გახადა, რადგან გაუმჯობესებული დიზაინი, გამათბობლის პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, სივრცისთვის სახასიათო გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა. კრეატიული და თვალშისაცემი მოდელები, ჩაანაცვლებს უბრალო და ვიზუალურად არა მიმზიდველ, სტანდარტულ რადიატორს და სახლში განსაკუთრებულ შტრიხებს შეიტანს. ის დეკორატიული აქსესუარის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ და ნებისმიერი ტიპის ინტერიერსა და ავეჯს შეუხამოთ, ამით კი ინდივიდუალური, თქვენთვის სახასიათო ინტერიერი შექმნათ.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

ვიზუალური მრავალფეროვნება

დეკორატიული რადიატორის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა მისი ვიზუალი მრავალფეროვნებაა, რის გამოც ის დიზაინერების რჩეულ პროდუქტად სახელდება. ფორმის თვალსაზრისით, შესაძლებელია როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური მოდელის შერჩევა. განსაკუთრებით მოთხოვნადი (მცირე ფართის პირობებში) ჰორიზონტალური ტიპის რადიატორია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია სივრცის ბოლომდე ათვისება. ის პატარა ადგილს იკავებს და შესაბამისად, სხვადასხვა ავეჯისა და აქსესუარის განთავსება უფრო თავისუფლად ხდება ინტერიერში.

კიდევ ერთი უპირატესობა ფერების მრავალფეროვანი არჩევანია. ნებისმიერი ფერისა და ზომის რადიატორი სივრცეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის და ფერების აქცენტირებით, სიხალისესა და დადებით განწყობას შექმნის. თუ ინტერიერში სიახლის შეტანა გსურთ ყოველგვარი რემონტის გარეშე, მაშინ დეკორატიული რადიატორები ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ფუნქციურ დანიშნულებასთან ერთად, თქვენს სივრცეს ესთეტიკურად და ელეგანტურად გაამდიდრებს.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

სად შევიძინოთ თანამედროვე, დეკორატიული რადიატორები თბილისში?

ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. „დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის  მომსახურებითაც.

გამორჩეული სააბაზანო სივრცეები საქართველოდან – 8 საინტერესო პროექტი

როგორ ვამუშაოთ გათბობის ქვაბი ეკონომიურად – რჩევები დარგის სპეციალისტისგან