in

„დილაითისა” და კაფე „დაფნას” ერთობლივი კოლაბორაცია

ხშირად სივრცის ხასიათს არა მხოლოდ მისი ინტერიერი, არამედ ის უხილავი ენერგია განსაზღვრავს, რომელსაც სწორად შერჩეული განათება ქმნის. სწორედ, ეს ხედვა აღმოჩნდა დილაითისა და კაფე “დაფნას” პარტნიორობის საფუძველი. კოლაბორაციის ფარგლეში სივრცე იტალიური ბრენდის, Ferroluce-ს სანათებით შეივსო, რომლებმაც კაფეს ისედაც გამორჩეული გარემო კიდევ უფრო ავთენტური და მყუდრო გახადა.

Ferroluce 1982 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია, რომლის სავიზიტო ბარათი ხელნაკეთი, კერამიკული სანათებია. ბრენდი ბუნებრივად უხამებს ტრადიციულ ორნამენტებსა და თანამედროვე, ექსპერიმენტულ დიზაინს. თითოეული მოდელი ეკომეგობრული მასალებით მზადდება და გამორჩეული ფერებითა თუ ფორმებით ნებისმიერ სივრცეს ინდივიდუალიზმს სძენს.

„განათება ინტერიერში პირდაპირ ქმნის განწყობას. სწორად შერჩეული შუქი ადამიანს პირველივე წუთიდან აძლევს იმ სიმყუდროვის შეგრძნებას, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. გვინდოდა, სტუმარს შემოსვლისთანავე ეგრძნო თავი ბუნებრივ, თბილ გარემოში. ჩვენს შემთხვევაში, განათება ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. Ferroluce იმიტომ ავირჩიეთ, რომ მათ სანათებში იგრძნობა ხელწერა. იმის გამო, რომ ხელნაკეთია, თითქოს ყველა ერთნაირია, მაგრამ მაინც განსხვავებული. ეს დეტალი სტუმრის ყურადღებას ხშირად იქცევს. დღის განმავლობაში სივრცე უფრო მსუბუქია, საღამოს კი სულ სხვა, ბევრად უფრო მყუდრო ატმოსფერო იქმნება. ვფიქრობ, როცა ინტერიერი და განათება ასეთ ჰარმონიაშია, სივრცეში ყოფნა ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება”, – ნიკოლოზ მამეიშვილი, კაფე დაფნას თანადამფუძნებელი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კოლაბორაციები, რადგან აქ ჩანს თანხვედრა ხარისხიან პროდუქტსა და კონცეპტუალურ სივრცეს შორის.  დაფნასთან თანამშრომლობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განათებამ არა მხოლოდ გაანათოს, არამედ სრულად შეკრას ინტერიერის იდეა. Ferroluce-ს ავთენტურობა იდეალურად დაემთხვა იმ ღირებულებებს, რასაც ეს კაფე ატარებს. როცა ხარისხის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება იკვეთება, შედეგიც ყოველთვის ასეთი ბუნებრივი და შთამბეჭდავია”, – ნინი სტრაჟევსკაია, დილაითის გენერალური მენეჯერი.


კომპანიის შესახებ:

„დილაითი” თანამედროვე სანათების შოურუმია, რომელიც მომხმარებელს დეკორატიული, ტექნიკური და არქიტექტურული განათების, ასევე ჩამრთველებისა და როზეტების ფართო არჩევანს სთავაზობს. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Ideal Lux, Ferroluce,  JUNG, Made by Hand, Forestier, Karman, Zambelis, Nordlux, Faro და სხვა.

[R]

Naterial — გარე ავეჯის ყველაზე დიდი შოურუმი საქართველოში