in

რატომ უნდა ავირჩიოთ დიდი ფორმატის ფილები? – 3 მთავარი უპირატესობა

ინტერიერის დიზაინში დღესდღეობით ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტად დიდი ფორმატის ფილები მიიჩნევა, რომლებიც საკმაოდ ტრენდულ, პრაქტიკულ, ვიზუალურად მიმზიდველ და მოსახერხებელ მასალად ითვლება. ამგვარი ფილების გამოყენება შესაძლებელია როგორც სამზარეულოს ავეჯის ზედაპირისთვის, ასევე გარე და შიდა იატაკისა და კედლის დიზაინისთვისაც. მცირე რაოდენობის დიდი ფორმატის მქონე ფილის ნაჭრების გამოყენებით, მთლიანი ოთახის მოწყობაა შესაძლებელი, რაც პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, ესთეტიკური თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მომხიბვლელ იერსახეს ქმნის და ორიგინალური აქცენტები შეაქვს ინტერიერში.

რაში მდგომარეობს დიდი ფორმატის ფილების მთავარი უპირატესობები?

ეფექტურობა და პრაქტიკული გამოყენება – დიდი ფორმატის ფილები, რომლებიც დიდი ფართობის ზედაპირს ფარავს, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის გამოყენებით, სრულყოფილ საფარს ქმნის და სივრცის  მთლიანობას უზრუნველყოფს. მათი ზომისა და სიმსუბუქის გამო მასალის ტრანსპორტირება და მონტაჟი ბევრად იოლია, რაც განაპირობებს დროისა და ფინანსების დაზოგვას. ფილების დიდი ზომა დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს, ისინი მრავალმხრივად გამოიყენონ და არაერთ სივრცეს მოარგონ – სამზარეულოს, მისაღებს, სასადილოსა თუ აბაზანას და განათავსონ ისინი იატაკის, კედლისა და ავეჯის დიზაინში. შედეგად, აღარ არის საჭირო განსხვავებული პროდუქციის შერჩევა და ყიდვა, რადგან ერთი პროდუქტის საშუალებით შესაძლებელი ხდება სახლის დიდი ნაწილის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ ხარჯებსა და დროს. ამავდროულად, დიდი ფორმატის ფილების მოხმარება მარტივია ყოველდღიურობაში, რადგან ზედაპირი არ იცვითება, მტკიცეა ნაკაწრების მიმართ, არ იწოვს ცხიმს და მისი გაწმენდაც არ საჭიროებს დიდ ენერგიას. ყოველივე ეს კი ამ ტიპის ფილებს საკმაოდ პრაქტიკულ მასალად აქცევს.

მდგრადობა – თანამედროვე ინტერის დიზაინში აქტიურად იყენებენ დიდი ფორმატის ფილებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი მდგრადობა და ხანგრძლივი მოხმარების შესაძლებლობაა. ფილები ხასიათდება სიმტკიცით, ყინვაგამძლეობით, ბაქტერიებისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ მედეგობით. სწორედ ამიტომ, ამ მასალას ხშირად იყენებენ სამზარეულოსა და აბაზანის ინტერიერში.

ვიზუალური მრავალფეროვნება და ტრენდულობა – დიდი ფორმატის ფილების კიდევ ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ისინი სხვადასხვა დიზაინსა და ფერშია ხელმისაწვდომი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის ფილების დახმარებით ნებისმიერი ინტერიერი ბევრად უფრო თვალშისაცემი, ერთიანი და მომხიბვლელი ხდება. კედლებზე, იატაკსა და ავეჯის ზედაპირზე არსებული დიდი ფორმატის ფილები სივრცეს ელეგანტურ, მომხიბვლელ იერს სძენს და თანამედროვე, ტრენდულ გარემოს ქმნის. ის ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად თავსება, რაც მონტაჟის პროცესს აადვილებს.

სად შეიძლება დიდი ფორმატის ფილების შეძენა საქართველოში?

თანამედროვე ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის დიდი ფორმატის ფილებს შორის, უპირატესობა პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდების  – Infinity-სა და Cottodeste-ს ნაწარმს ენიჭება. აღნიშნული ბრენდების პროდუქცია საქართველოში წარმოდგენილია Merlons-ის შოურუმში, რომელიც VitrA Goergia-ს ოფიციალური წარმომადგენელია.

იტალიური პრემიუმ კლასის ფილების მრავალფეროვანი კოლექცია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციით გამოირჩევა, რადგან ნაწარმი 100%-ით ბუნებრივი ნედლეულისა და მინერალებისგანაა დამზადებული. აღნიშნული ფილები სიმტკიცითა და წყალგაუმტარობით ხასიათდება, ისინი მდგრადია ნესტისა და ყოველგვარი დაზიანების მიმართ, შესაბამისად, მათი გამოყენება რეკომენდებულია სახლის ყველა ნაწილში. Infinity-სა და  Cottodeste ბრენდები მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, მათი განთავსება ნებისმიერ ზედაპირსა თუ საფარზეა შესაძლებელია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მასალას მრავალმხრივი ფუნქცია მიანიჭოს და სახლი ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალით აღჭურვოს.

აღსანიშნავია, რომ VitrA Goergia საკუთარ მომხმარებელს უმნიშვნელოვანეს ინოვაციას, საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიური დანადგარით მომსახურებს სთავაზობს. აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება სპეციალურად დიდი ფორმატის ფილებისთვის და მისი დახმარებით სასურველი ფორმის ფილის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც მარტივად მოერგება როგორც ავეჯის ზედაპირს, ასევე კედლისა და იატაკის საფარს.

VitrA Goergia-ს ტექნოლოგიური დანადგარი შემდეგი უპირატესობებით ხასიათდება:

შესრულების სიზუსტე – დანადგარს შეუძლია ნახაზის მიხედვით ზუსტად გამოჭრას შესაბამისი ფორმისა და ზომის ფილა, რომელსაც თქვენთვის სასურველ ადგილას მოარგებთ.

გამოყენების სიმარტივე და უსაფრთხოება – მოწყობილობა ორი ძრავით მუშაობს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და მარტივად მოხდეს ფილისთვის სასურველი ფორმის მიცემა. ამავდროულად, ის სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს და მისი გამოყენება არაა დაკავშირებული რაიმე რისკ-ფაქტორთან.

დროის დაზოგვა – იმის გამო, რომ აპარატი არ საჭიროებს ხელით მუშაობას, ის ადამიანური რესურსის დროის 80%-ს ზოგავს. თუ ხელით გამოჭრას რამდენიმე დღე სჭირდება, დანადგარი ამ სამუშაოს ერთ დღეში ასრულებს. ასევე ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რადგან ფილის მოჭრადა წყლის საშუალებით ხდება და შესაბამისად,  მტვრის ნაწილაკები არ ხვდება ზედაპირს.

ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის, იტალიური პრემიუმ კლასის ბრენდების Infinity-სა და Cottodeste-ს დიდი ფორმატის ფილების შეძენა შესაძლებელია VitrA Georgia-სა და  Merlons-ის შოურუმებში, რომლებიც ა.ბელიაშვილის N142 ნომერში მდებარეობს. ამას გარდა, ფილების დათვალიერება შესაძლებელია ვებგვერდზე, სადაც პროდუქციის გაცნობა 3D ფორმატის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი.

შესასვლელი კარი – რა ვარიანტები არსებობს?

ელეგანტური ბინა შავ-თეთრ ტონებში იოსელიანის ქუჩაზე – ანო მაისაძის ინტერიერი