in

ყველაზე ტრენდული პატარა კერამიკული ფილების დიდი არჩევანი ვიტრას შოურუმიდან

კერამიკული ფილები სივრცის გაფორმების ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და ესთეტიკური გზაა. გადის დრო, იცვლება დიზაინის ტენდენციები, მაგრამ ფილები ყოველთვის რჩება იმ “ინსტრუმენტად”, რომლითაც სივრცე უფრო დახვეწილ და მყუდრო ადგილად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენება ყველა დროში აქტუალურია. მაინც რა ტიპის ფილებია დღეს ყველაზე ტრენდული ინტერიერის დიზაინის სამყაროში? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ვიტრას შოურუმში ვიპოვეთ, სადაც სანტექნიკისა და მოსაპირკეთებელი მასალების ფართო სპექტრიდან რამდენიმე გამორჩეული ვარიანტი აღმოვაჩინეთ:

1.DUNE-ს უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ფილები

DUNE ესპანური ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ბრენდის კოლექციები ძალიან საინტერესო და გამორჩეული ინსპირაციით იქმნება – კერამიკული ფილების დამზადებაში, მათი დიზაინის, ფერების და ფაქტურის შექმნაში მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ ინტერიერისა და არქიტექტურის მიმდინარე ტენდენციები, არამედ მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებიდან მიღებული შთაგონება. “ვიტრას” შოურუმში წარმოდგენილია DUNE-ს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ფერადი, პრიალა ფილები, უსწორმასწორო ზედაპირითა და გვერდებით, რომლებიც საგანგებოდაა ამგვარად შექმნილი, რათა ინტერიერში ორიგინალური და განსხვავებული ეფექტი შეიქმნას. აღნიშნული ფილები გამოიყენება კედლებზე, აბაზანასა და სამზარეულოში

2. DUNE-ს ახალი ფილები

ეს ფილები, რომლებიც ახლა ხდება პოპულარული, განსხვავებული ფორმის მქონეა და ორ მხარეს ისრის ფორმის დაბოლოება გააჩნია. აღნიშნული მასალა გამოიყენება კედლისთვის როგორც აბაზანაში, ასევე სამზარეულოში.

3. Atelier სერიის ფილები

ეს გახლავთ VitrA-ს პრემიუმ კლასის, Atelier სერიის ფილები, რომლებიც წარმოებაში ჩაეშვა 2021 წელს, და იმავე წელსვე აიღო 𝗚𝗼𝗼𝗱 𝗗𝗲𝘀𝗶𝗴𝗻 𝗮𝘄𝗮𝗿𝗱-ის 2 პრიზი. აღნიშნული ფილების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ პრინტები პასტელის ეფექტითაა დატანილი და რამდენიმე განსხვავებული ნახატის საშუალებით მრავალფეროვანი დიზაინის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. Atelier სერიის ფილები გამოიყენება როგორც იატაკზე, ასევე კედლებზე ექსტერიერში და ინტერიერის ნებისმიერ სივრცეში (სამზარეულო, აბაზანა და სხვა).

 აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ვიტრას შოურუმებში თბილისსა (ბელიაშვილის 142) და ბათუმში (შერიფ ხიმშიაშვილის 1).

[R]

ANDS: პირველი ქართული არქიტექტურული კომპანია იტალიური ლიცენზიით და მისი გზა საერთაშორისო აღიარებამდე

რა არის რემონტის საავტორო ზედამხედველობა და რაში გვჭირდება მსგავსი მომსახურება?