in

ელსი დე ვულფი – დიზაინერული პროფესიის ლეგენდარული ფუძემდებელი

დღეს დიზაინერების მიერ ნებისმიერი გემოვნებისთვის მოსაწონი უამრავი  ინტერიერია შექმნილი. ეს ძალზე ტრენდული პროფესიაა თანამედროვე სამყაროში. მათ შორის არიან განსაკუთრებით გამორჩეულებიც, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს და მათ ნამუშევრებს ეტრფის. დღევანდელ სტატიაში ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს დიზაინის შუქურების შთაგონების წყარო გახდა. ეს არის მეოცე საუკუნის ინტერიერის ნამდვილი ხატი და თანამედროვე დიზაინერული პროფესიის ფუძემდებელი – ელსი დე ვულფი.

ცნობილი როგორც ამერიკის პირველი დეკორატორი, დე ვულფი ისეთივე გლამურული ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორიც მისი დეკორი იყო. ის დაიბადა ნიუ იორკში 1865 წელს. მისი ისტორია იკითხება როგორც ერთი ვნებიანი და მძაფრი თავგადასავლებით სავსე რომანი. ახალგაზრდობაში მან განათლება შოტლანდიაში მიიღო და დედოფალ ვიქტორიას კარზეც კი იყო წარდგენილი, თუმცა მალე დაბრუნდა აშშ-ში და პროფესიონალი მსახიობი გახდა. დაახლოებით 1887 წელს მან „ბოსტონური ქორწინება“ (ტერმინი ორი თანამცხოვრები მარტოხელა ქალისთვის,  ეკუთვნის გენრი ჯეიმსს ნაწარმოებიდან „ბოსტონელები“) გაიზიარა და წარმატებულ ლიტერატურულ აგენტთან, ელიზაბეტ „ბესსი“ მარბერტთან ერთად დაიწყო თანაცხოვრება. მოგვიანებით კი მან ლედის წოდება მიიღო, როდესაც 61 წლის ასაკში ცოლად ბრიტანელ დიპლომატ სერ ჩარლზ მენდლს გაჰყვა.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე სწორედ დე ვულფის გამორჩეულმა სტილმა და გარდერობმა მიიპყრო ხალხის ყურადღება, ვიდრე მისმა სამსახიობო ნიჭმა. მან წარმატებით განახორციელა ირვინგ-პლეისზე მდებარე სახლის მოდერნიზაცია, სადაც ის მერბერისთან ერთად ცხოვრობდა. დეკორირების მოძველებული ვიქტორიანული მიდგომისგან უარის თქმით მან გაათბო, შეამსუბუქა და ბევრი დეტალი მოაშორა დამძიმებულ და მოქუფრულ ინტერიერს. ამ მიდგომამ საფუძველი ჩაუყარა დეკორის კომისიის – „Colony club“ შექმნას. ეს იყო ქალაქის ელიტური სოციალური კლუბი მხოლოდ მანდილოსნებისთვის და ისეთ სახელებს აერთიანებდა, როგორიცაა უიტნი, მორგანი, გარიმან და ასტორი. დე ვულფმა გაკვალა გზა და თავისი დროის ყველაზე პოპულარული დეკორატორი გახდა. ის არიგებდა სავიზიტო ბარათებს მისი საფირმო მგლისა და თაიგულის გამოსახულებით.

დე ვულფმა მორთო თავისი საზიარო სახლი, რომელსაც საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის იყენებდა და თავის თავზე აიღო რემონტის მსხვილი პროექტები. მასში შედიოდა “Condé Nast”, “Fricks&Hewitts”. მისი ნოვატორული ანტივიქტორიანული სტილი  ნათელი, ჰაეროვანი, გარსედინი და დახვეწილი ოთახებით, რომელიც ეპოქით იყო ნაკარნახევი, დღესაც აქტუალურია.

Yes is more – არქიტექტორ ბიარკე ინგელსის ფილოსოფია

სათბური როგორც სახლი – პროექტი ტაივანში