in

7 გზა ეკოლოგიურად სუფთა სახლის მოსაწყობად

ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი სახლის მოსაწყობად რამდენიმე პრაქტიკული გზა არსებობს. გთავაზობთ 7 რჩევას იმისთვის, რომ გარემოზე თქვენი ინდივიდუალური გავლენა მოახდინოთ და ხელი შეუწყოთ მის დასუფთავებას:

1. გაუფრთხილდით წყალს

წყალი მნიშვნელოვანი რესურსია, მაგრამ ის ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეცადეთ თავი აარიდოთ წყლის ზედმეტი რაოდენობით გამოყენებას.

2. გამოთვალეთ რა რაოდენობის ენერგიას იყენებთ

დახარჯული ენერგიის გამოსათვლელად რამდენიმე პრაქტიკული ხელსაწყო არსებობს, ენერგიის კონტროლი კი დაგეხმარებათ კონკრეტული გეგმის დასახვაში, რომლის საშუალებითაც მას მაქსიმალურად გაუფრთხილდებით და დაზოგავთ.

3. შექმენით კომპოსტირების სისტემა

ნაგავი გარემოს განსაკუთრებულად აბინძურებს და მის გახრწნას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ეზოში კომპოსტირების სისტემის დაყენებით ხელს შეუწყობთ ნაგვის გადამუშავების დაჩქარებას და გაუფრთხილდებით ქუჩებსა და ბუნებას. იმ შემთხვევაში თუ საკმარისად დიდი ეზო არ გაქვთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მეგობარს ან მეზობელს, რომელსაც ეზოში საკმარისი ადგილი აქვს.

4. გამოიყენეთ ენერგო-ეფექტური ნათურები

ნათურების უმრავლესობა ენერგიის დიდ რაოდენობას მოიხმარს, თუმცა მათი ეკო-ნათურებით შეცვლის შემთხვევაში ეს პრობლემა სამუდამოდ მოგეხსნებათ.

5. მოერიდეთ ერთჯერადი გამოყენების ნივთებს

ეცადეთ, არ გამოიყენოთ ერთჯერადი ჭურჭელი, პოლიეთილენის ნივთები, კონტეინერები და სხვა. მსგავსი ნივთების ხრწნას 1000 წელზე მეტი სჭირდება, რაც ბუნებას საგრძნობლად აბინძურებს, რადგან ამ დროს თქვენი გამოყენებული ნივთები მავნე ტოქსინებად გარდაიქმნება.

6. გამოიყენეთ მზის ენერგია

თანამედროვე სამყაროში უამრავი ახალი ტექნოლოგია იქმნება, რომლებიც დაგეხმარებიან საჭირო ნივთების მზის ენერგიაზე გადაყვანაში. ეცადეთ შეიძინოთ ისეთი სახის ტექნიკა, რომლებიც ჩვეულებრივის ნაცვლად მზის ენერგიას გამოიყენებენ.

7. იყიდეთ მეორადი ნივთები

ახალი ავეჯისა და ტანსაცმელის შეძენა სასიამოვნოა, თუმცა მეორადი პროდუქციის შეძენით თავიდან აირიდებთ გარემოს დაბინძურებას და დაეხმარებით ბუნებას მავნე ტოქსინების შედარებით სწრაფად გადამუშავებაში.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ტენდენციები — დეა მამაიაშვილის გზამკვლევი

სარკეების განლაგება ფენ-შუის წესების მიხედვით: 7 საინტერესო რჩევა