in

ელეგანტური ბინა ხის პანელებით პარიზში

Banner M2
Banner M2

ეს ულამაზესი ბინა პარიზში მდებარეობს და მის ინტერიერზე დიზაინერმა ქეროლაინ ანდრეონიმ (Caroline Andreoni) იმუშავა. პროექტის ავტორმა საკმაოდ გაბედულ ხერხს მიმართა და მან კედლების ხის პანელებით შეფუთვა გადაწყვიტა, რაც როგორც ცნობილია, კლასიკური ფრანგული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი დეტალია.

მიუხედავად იმისა, რომ ბინა მოპირკეთებულია ხის პანელებით, ინტერიერი სრულებითაც არ არის გადატვირთული ან “დამძიმებული”, ვინაიდან დიზაინერმა შეარჩია ხის საკმაოდ ღია ტონი, რომელიც იდეალურად ეხამება სივრცეში გამეფებულ თეთრ ფერს და საკმაო სიმსუბუქესა და სიმშვიდეს ანიჭებს მას.

რაც შეეხება ავეჯსა და აქსესუარებს, აქ უმეტესად გვხვდება თანამედროვე დიზაინ ობიექტები, რომლებიც იმდენად ოსტატურადაა დაპირისპირებული კლასიკურ სტილთან, რომ საერთო ჯამში, ინტერიერი ერთდროულად სადად და ამავე დროს ძალიან მდიდრულად გამოიყურება.

საუკეთესო ფერები საძინებლისთვის – Homeis.ge-ს 6 რჩეული ტონი

10 გავრცელებული შეცდომა სამზარეულოს დაპროექტებისას