in

უმშვენიერესი თანამედროვე სახლის ელეგანტური დიზაინ პროექტი ლოს-ანჯელესში

Banner M2
Banner M2

ეს ულამაზესი ბუნგალო, რომელიც ლოს-ანჯელესის Cranshaw Manor-ის უბანში მდებარეობს, დიზაინერმა მსუბუქ და ელეგანტურ სახლად გარდაქმნა.

ბუნებრივი განათებით აღსავსე სახლი, რომელიც ოთხ საძინებელს იტევს, თანამედროვე სტილშია გაფორმებული. სახლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ცნობილი ფირმის — Reform-ის მიერ შექმნილი შეფ-მზარეულის სამზარეულოს ავეჯი. დიდ სივრცეს ამშვენებს ფრანგული მუხის კარადები და Calacatta paonazzo-ს სტილის ფაიფურის ზედაპირები, რომლებიც ამ სამზარეულოს განსაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს.

სახლს აქვს ოთხი საძინებელი პირადი სველი წერტილებით და ბაღით. ეს არის მშვენიერი თანამედროვე საცხოვრებელი, რომელიც სტუმართმოყვარე და ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის.

პირველი სართული ერთ დიდ, ღია დაგეგმარების მქონე სივრცეს წარმოადგენს. თაღოვანი ჭერი სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. სამზარეულოს ჭერში დამონტაჟებული ფანჯრები კი ინტერიერს დამატებითი ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს.

პირველი სართული ასევე მოიცავს დასასვენებელ ზონას კომფორტული დივნით, ხელოვნების ნიმუშებითა და გასაგორებელი კარებით, რომლებიც ულამაზეს ბაღში გადის.

მთავარ საძინებელს დიდი გარდერობი და დახვეწილ პირადი სააბაზანო აქვს. ამ ოთახიდან, გასაგორებელი კარის საშუალებით, უკანა ეზოში მოხვდებით.

მთავარი სააბაზანო, რომლის იატაკიც მომხიბვლელი ფაიფურის ფილებით არის მოპირკეთებული, დიდი ზომის დახურული საშხაპით, ცალკე განთავსებული აბაზანითა და დიდი, ევროპული სტილის ფაიფურის ნიჟარით არის აღჭურვილი.

8 სასარგებლო იდეა პატარა სამზარეულოს მოსაწყობად

საბავშვო მაღაზია MON CHOU-ს ჯადოსნური სადღესასწაულო დეკორი