in

ეკომეგობრული ფერმის სახლი ოქსფორდშირში

ფოტოგრაფ ჯოანა ვესტისა და მისი ოჯახის ფერმა ოქსფორდშირში სრულად გამოხატავს მათ ღირებულებებსა და ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელი ბრძოლისადმი თავდადებას.

სახლის ყოფილი მფლობელები, ჯორჯი და მარკ როუსები ცნობილნი არიან საინტერესო კერძო საკუთრებების რენოვაციისადმი მიდრეკილებით. „ჩვენ წარმოუდგენლად გაგვიმართლა, ჯორჯისა და მარკს მაგიური ადგილების აღმოჩენისა და განახლების საოცარი ნიჭი აქვთ. ეს ფერმაც სწორედ მათ გაარემონტეს – შემატეს მას ბელგიური საკვამურები, ფრანგული კარები და აუქციონზე შეძენილი მაიკლ კეინის ძველი უნიტაზიც კი! საერთო ჯამში, უკეთეს კარკასს ვერ ვინატრებდით, რომელზეც ჩვენი საკუთარი კვალის დატოვება შეგვეძლებოდა,“- ამბობს ჯოანა ვესტი.

 

ახალი მოსახლეების გადმოსვლისას სახლი აღჭურვილი იყო მოპირკეთებული კედლებით, მუხის იატაკითა და მარმარილოს რეზერვუარებით.

წყვილი ეკოლოგიაზე ზრუნავს, ამიტომ მათ ბაღში დაამონტაჟეს მიწაზე დამოკიდებული გათბობის სისტემა და მთელი ეზო იტალიურ სტილში გააფორმეს. ამასთან ერთად, ინტერიერის დიზაინში ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და ტრადიციული ავეჯი, ვალერი უეიდის განათებები, პარიზული მოედნის მასიური საათი, ღვინის მაგიდა, რომელიც მისაღები ოთახის კედელზე სარკის ნაცვლადაა ჩამოკიდებული. ყურადღებას იქცევს ასევე მოსახერხებელი სავარძლები და სკამები.  სელისგან დამზადებული ფარდები, მფლობელების არჩევნის მიხედვით, არაა თვალშისაცემი, რადგან ჯოანა თვლის, რომ დიდი ფარდები სივრცეს ამცირებს.

სახლში გვხვდება ოჯახის 20-წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოები ჯოანას პროფესიულ შედევრებთან ერთად: მისაღებ ოთახში ჟირაფის ფიტული და ასევე ავიაციის თემატიკით გაფორმებული კედელი, რომელზეც ჯოანას ქმრის, სტივის პროფესიას, პილოტობას, ეხმიანება.

ველური ყვავილებით სავსე ეზოში სამტრედე მდებარეობდა, რომელიც ჯოანამ თავის სტუდიად გარდაქმნა. ახლა აქ მონასტრის სიმშვიდით აღსავსე, ნათელი ოთახია, რომელიც უბრალო, თეთრი მაგიდითაა გაწყობილი.

ძველ ბეღელში ამჟამად წყვილის შვილების გასართობი სივრცეა მოწყობილი, სადაც სამაგიდო ფეხბურთითა და დრამებით გართობა ბავშვებს ისე შეუძლიათ, რომ ხმაურმა გარეთ არ გამოაღწიოს.

იმ შენობაში, სადაც ადრე გომური იყო მოწყობილი, ახლა აუზია განთავსებული, რომელიც იდეალურ ადგილს წარმოადგენს მთელი ოჯახის შესაყრელად.

ფოტოგრაფი: Michael Sinclaire

5 ადგილი თბილისში, სადაც ლამინირებულ პარკეტს შეიძენთ

ყველაზე „ინსტაგრამ-მეგობრული“ სამზარეულო ლონდონში