in

ჯოვანი პონტი – თანამედროვე იტალიური დიზაინის მამა

ჯოვანი „ჯიო“ პონტი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიელი არქიტექტორი, ინდუსტრიული დიზაინერი, ავეჯის დიზაინერი, მხატვარი და გამომცემელი. იგი მიჩნეულია თანამედროვე იტალიური დიზაინის “მამად” და იტალიაში თანამედროვე არქიტექტურის განვითარებასთან ასოცირდება. ჯიო დაიბადა 1891 წლის 18 ნოემბერს მილანში და გარდაიცვალა 1979 წლის 16 სექტემბერს.  თავისი მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში, რომელიც ექვს ათწლეულზე მეტს მოიცავდა, პონტიმ შექმნა უამრავი ავეჯის, დეკორატიული ნივთისა და სამრეწველო პროდუქტის დიზაინი. ამასთან, მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარი იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ.

პონტიმ დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1921 წელს. 1923 წელს მან დაიწყო პირველი სამრეწველო დიზაინის სამუშაოები რიჩარდ ჯინორის კერამიკის ქარხნისთვის, ფლორენციასთან ახლოს. ორი წლის შემდეგ მან დაარწმუნა რიჩარდ ჯინორი, მონაწილეობა მიეღო Internationale des Arts Décoratifs et Industriels Modernes გამოფენაში, სადაც პონტის კერამიკული დიზაინის ნიმუშები ძალიან წარმატებული გამოდგა. ამ დროის განმავლობაში, ჯოვანიმ ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყარა Christofle-ის აღმასრულებელ ტონი ბუიჰეტთან, რომელიც მოგვიანებით დაქორწინდა პონტის დისშვილზე – კარლა ბორლეტზე.

მოგვიანებით პონტიმ დააარსა ჟურნალი Domus.1928 წლიდან ამ ჟურნალის მიზანი იყო, გაეერთიანებინა იტალიური არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და დეკორატიული ხელოვნება. ჟურნალი მას საშუალებას აძლევდა, მკაფიოდ გამოეხატა საკუთარი აზრი იტალიური ევროპული მოდერნისტული ტენდენციების მიმართ. Domus-ში ის 1941 წლამდე დარჩა, შემდეგ კი დააარსა ჟურნალი Stile და თანამშრომლობა სთხოვა რამდენიმე ახალგაზრდა არქიტექტორს და კრიტიკოსს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1947 წელს მან მაინც გადაწყვიტა Domus-ში დაბრუნდება, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

ჯიო პონტის კარიერა მოიცავს უამრავ მნიშვნელოვან მოვლენას. 1923 წელს მას ჰქონდა საჯარო დებიუტი მონცაში გამართულ ხელოვნების გამოფენაზე. 1933 წელს ლუიჯი ფონტანასთან ერთად შექმნა კომპანია Fontana Arte, რომელიც სპეციალიზებული იყო ავეჯის, სანათებისა და აქსესუარების წარმოებაზე. ამ პერიოდში იმართებოდა სპეციალური გამოფენები, იწერებოდა წიგნები და სტატიები, რომლებიც ეძღვნებოდა ჯიო პონტის მიერ შექმნილი პროდუქტის უნიკალურობის შესწავლას. მან შექმნა უამრავი საკულტო დიზაინ ობიექტი, რომელთაგანაც ზოგიერთზე მან დამოუკიდებლად იმუშავა, ზოგი კი სხვა ცნობილ მხატვრებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით შექმნა.

საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში პონტიმ მიიღო მრავალი პრესტიჟული ჯილდო. 1934 წელს მას მიენიჭა ვასას სამეფო ორდენის მეთაურის წოდება სტოკჰოლმში. ასევე მიიღო Accademia d’Italia ხელოვნების პრიზი მხატვრული დამსახურებისთვის, ოქროს მედალი პარიზის არქიტექტურის აკადემიისგან და საპატიო დოქტორის წოდება ლონდონის სამეფო ხელოვნების კოლეჯში.

1979 წელს ჯიო პონტი მილანში გარდაიცვალა. მისი დიზაინ ობიექტები კი დღემდე დიდი მოთხოვნით სარგებლობს კოლექციონერებსა და ავეჯის მწარმოებლებში. ბევრი მათგანი განიხილება შუა საუკუნის იტალიური დიზაინის ხატად.

განსაკუთრებით ცნობილი ნამუშევრები

Pirelli Tower, Milan (1956–58)

Cartocci lights (1967)

Glass-and-marble coffee table (1948)

Round D.154.5 armchair (1954–57)

Luna – pair of lamps (1939)

შთამაგონებელი იდეები აბაზანის ფილების შესარჩევად

ლანდშაფტთან შერწყმული სახლი ბიგ-სურის სანაპიროზე