in

სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს – ჰოუმერის ბრენდის ფილოსოფია

სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია – რა დგას ბრენდის მთავარი ფილოსოფიის მიღმა?

დღეს, როდესაც უძრავი ქონების ბაზარი სავსეა ემოციური დაპირებებით – სიმყუდროვე, ბედნიერი ცხოვრება, სახლი, რომელიც გიყვარს – ჩნდება კითხვა:
სად ხვდება ერთმანეთს ემოციური დაპირება და “ძალაში მყოფი“ სიტყვები?

ნამდვილ სახლში ეს არ არის მხოლოდ შეგრძნება.
ეს არის გარემო, რომელიც ყოველდღიურად შენთვის მუშაობს.

„ჰოუმერის“ ფილოსოფია ეფუძნება მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ პრინციპს:
სახლი უნდა იყოს გამართული, გააზრებული და დროში მდგრადი – ისე, როგორც საათის მექანიზმი, სადაც თითოეულ დეტალს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს.

აქ ფრაზა „ყველაფერი მუშაობს“ უბრალოდ მეტაფორა კი არა, ბრენდის სისტემური დაპირებაა.
ეს არის სიტყვის მიღმა მდგომი  არქიტექტურული, ინჟინრული და დეველოპერული პასუხისმგებლობა, რომელსაც კარგად გრძნობ მაშინ, როცა აქ ცხოვრებას იწყებ.

„ჰოუმერი“ ახალი სახელია, მაგრამ მის უკან  “ძველი”, წლების გამოცდილების მქონე პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც ბაზარს ყოველთვის ერთი ნაბიჯით  წინ უსწრებენ და ქმნიან პროექტებს, სადაც გათვალისწინებულია:

  • სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები,
  • დროში გამძლე საინჟინრო სისტემები,
  • მაღალი ხარისხის მქონე სამშენებლო მასალები,
  • მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა,
  • ინკლუზიური, ადაპტირებული და ეკოლოგიური გარემო,
  • უწყვეტი წყლის და ელექტრო ენერგიის გარანტირებული მიწოდება,
  • მომსახურების სერვისების და კომუნიკაციის ეფექტური მართვა,
  • ადამიანის ცხოვრების სტილის მიხედვით მოწყობილ გეგმარებაზე მორგებული გარემო, რომელიც ცხოვრებას ავითარებს და ყოველდღიურობას “მუშაობის” მოტივაციას აძლევს.

„ჰოუმერის”  სახლებში სიმშვიდე და უსაფრთხოება უბრალო ფასადური დაპირება არ არ არის – ეს არის სწორად დაგეგმილი გარემოს შედეგი.
აქ სიყვარული მხოლოდ ემოცია კი არა, მოქმედებაა; ოჯახი პოულობს სივრცეს, ბავშვების დაპირებები სრულდება; ყოველდღიურობა  შემთხვევითობა კი არა, ზრუნვის, სიყვარულის, მოქმედების – მუშაობის შედეგია.

აი ამ  „მუშაობით შექმნილ ჯადოსნურ სახლში“ შედის  პატარა გოგონა, რომელსაც  თავის საათივით აწყობილ სახლში დედა და მამა ხვდება.
ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სცენა: ეს არის ყოველდღიურობა, რომელიც აწყობილია, ჩართულია და მუშაობს.

ჰოუმერი – სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს და ყველა სიტყვა ძალაშია.

[პარტნიორის კონტენტი]

1 საუკუნე ავეჯის დიზაინის გადააზრებიდან – სკამი “Wassily” 100 წლის არის