in

5 მარტივი წესი იაპონური სტილის მისაღები ოთახის შესაქმნელად

იაპონური დიზაინი ჩვეულებრივ სიმარტივესა და მინიმალიზმის პრინციპებს იზიარებს. ასეთი სტილის გავლენის ქვეშ მოქცეული დიზაინერები განთქმულნი არიან ინტერიერებით, რომლებიც ხასიათდება ბუნებრივი მასალისგან შემდგარი ნეიტრალური ფერთა სისტემით, რაც სივრცეს დამამშვიდებელ შტრიხებს ანიჭებს. თუმცა, სინამდვილეში იაპონური ესთეტიკა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მინიმალიზმი, ამიტომ დღეს რამდენიმე საინტერესო რჩევას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ დახვეწილი და ძალიან ელეგანტური საცხოვრებელი შექმნათ.

გამოიყენეთ ბუნებრივი მასალა

ხე არის იაპონური ინტერიერის მთავარი ელემენტი. აქედან გამომდინარე, ასეთი სტილის საცხოვრებელს ყოველთვის ექნება რაიმე სახის ხის სტრუქტურა, მოპირკეთება, ან დეკორი, რათა სახლში ბუნებრივი განწყობა შეიქმნას. საინტერესოა მოხატული ან დამუშავებული ხის გამოყენებაც. ეცადეთ, მაქსიმალურად გაკეთდეს აქცენტი ხისფერ დეტალებსა და დეკორაციებზე, შეუხამეთ ისინი მწვანე მცენარეებსა და ბუნებრივ დეტალებს.

მოაწესრიგეთ ინტერიერი

ოთახის ცნობიერი და მოწესრიგებული დეკორი იაპონური სტილის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. იმის გარდა, რომ სივრცე მარტივი და მინიმალისტური უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, თითოეულ ნივთს ჰქონდეს საკუთარი ადგილი და გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად. საინტერესოა იაპონური თიხის ჭურჭლის, დაფებისა და სხვა აქსესუარების გამოყენებაც, რომლებიც დამზადებულია ამ ქვეყნის ტრადიციული ტექნიკის გამოყენებით.

კიდევ ერთი მასალა, რომელიც ხშირად გამოიყენება იაპონურ ინტერიერში არის ქაღალდი. ისტორიულად, ოთახები იაპონიაში ყოველთვის ქაღალდით იყო გამოყოფილი. დღეს ეს მეთოდი ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ქაღალდის სანათებისა და დეკორაციების დამატება ნამდვილად დაგეხმარებათ მშვიდი და მოწესრიგებული ინტერიერის შექმნაში.

შეიძინეთ დაბალი ავეჯი

თანამედროვე ავეჯი იაპონურ სახლებში, როგორც წესი, დაბალი სტილისაა. ამგვარი პრინციპი ითვალისწინებს ისტორიულ ფონსაც, რადგან წარსულში იაპონელები სახლში ყოფნისას ხშირად იატაკზე ისხდნენ. ავეჯი აქ პოპულარული მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა, მანამდე კი ძირითადად ფეხსაცმლის კარადითა და ჩაის პატარა მაგიდებით შემოიფარგლებოდნენ.

შექმენით ღია გეგმარირების მქონე სივრცე

ტრადიციული იაპონური სტილის ოთახები არა კედლებით, არამედ მსუბუქი კარებით არის გამოყოფილი. ამგვარი სტილი ქმნის ღია და ცვალებად სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს ოთახის ვიზუალურად გაზრდას. მასალის სახით ძირითადად გამოიყენება ე.წ.Shikkui. ეს არის ტრადიციული და ინოვაციური იაპონური ცაცხვის თაბაშირი, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა დანამატებითა და მცენარეების ექსტრაქტებით.

შექმენით ნეიტრალურ ფერთა სისტემა

იაპონური ინტერიერები ცნობილია ერთიანი და მარტივი მინიმალისტური ფერების პალიტრით. იფიქრეთ ნეიტრალური და კრემისფერი ფერის ფენებზე, რომლებიც გამოყოფილია შავი აქცენტებით. გარდა იმისა, რომ ტრადიციული იაპონური ინტერიერი მდიდარია ხის მასალით, ის არის საკმაოდ ნეიტრალური და სადა, რაც განსაკუთრებით აისახება მისაღებ ოთახებში.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

რა უნდა გავითვალისწინოთ თაბაშირმუყაოს ტიხრის მოწყობის შემთხვევაში?

3daysofdesign – ყოველწლიური ფესტივალი დანიაში და მთავარი მოვლენა სკანდინავიური დიზაინის სამყაროში