in

იაპონური ფილოსოფია „სეიჰინი” — „ღირსეული სიღარიბე”, რომელიც ინტერიერს ალამაზებს

სიტყვა „სეიჰინი” იაპონურიდან ითარგმნება როგორც „ღირსეული სიღარიბე” და პრაქტიკაში მცირედით კმაყოფილების ხელოვნებას ნიშნავს. ასეთი ფილოსოფია აბსოლუტურად საპირისპიროა ამერიკული ოცნებისა და დასავლური ღირებულებებისა. ფუფუნებით მოცული, ელეგანტური სასახლეების მფლობელები ყოველთვის ვერ ახერხებენ იყვნენ ბედნიერები. პირიქით, ამაოება, ზედმეტი მოხმარება და სიმდიდრისკენ სწრაფვა მათ ცხოვრების ნამდვილი სიხარულისგან აშორებს.

სხვა რამ არის მინიმალიზმი, რომელსაც სეიჰინის მიმდევრები თავიანთი სახლების დეკორაციისთვის იყენებენ. იაპონელები განსაკუთრებულ აზრს ხედავენ პატარა სახლებში ცხოვრებაში, ნივთების მინიმალურ რაოდენობასა და, შედეგად, ნაკლები სურვილის არსებობაში. ამასთან, აქცენტი კეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ცხოვრების ხარისხზე. სეიჰინის სტილით სიამოვნების მიღება ყოველი წვრილმანის პატივისცემასა და მათით აღფრთოვანებაში, ასევე ზედმეტი ნივთებისგან თავისუფალ სივრცეში ჭეშმარიტი ფასეულობების ძიებაში მდგომარეობს.

თუ სიტყვა „სიღარიბე”, რაც არ უნდა ღირსეული იყოს ის, დამაბნეველია, შეეცადეთ სეიჰინის ფილოსოფია მოკრძალების კონცეფციის საშუალებით შეაფასოთ. მოკრძალება არა მხოლოდ ხასიათისა და ქცევის თვისებებია, არამედ ის თვითრეგულირების, შეზღუდვისა და შეკავების უნარსაც წარმოადგენს. დასავლეთის მოწოდებებისგან განსხვავებით — გასცდნენ საზღვრებს და შეუძლებელი შესაძლებელი გახადონ, იაპონელები თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებების მკაფიოდ განსაზღვრის და მცირედით, ყველაზე აუცილებლით დაკმაყოფილების უნარზე არიან კონცენტრირებულნი.

მიდეას Lunar სერიის სარეცხის მანქანები – როცა კომუნიკაცია მარტივია

კარი ჩარჩოს გარეშე – 4 მთავარი მიზეზი მისი არჩევისთვის