in

როგორი იატაკის საფარის შერჩევა სჯობს აივნისთვის? – ექსპერტების რჩევები

აივანი შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებით იყოს გამოყენებული, ზოგი აქ ყვავილებს ათავსებს, ზოგი კარადებს, ზოგი კი უბრალოდ ისე იყენებს, როგორც მოსასვენებელ სივრცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია იატაკის საფარის სწორად შერჩევა, რადგან ის არა მხოლოდ აივნის იერსახეს ქმნის, არამედ პასუხისმგებელია სეზონისა და ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად, იატაკის უსაფრთხოებაზეც. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ თუ რომელი საფარის შერჩევა სჯობს განსხვავებულ სიტუაციებში.

როგორი ტიპის იატაკია შესაფერისი აივნისთვის?

აივანი არსებითად განიცდის ტემპერატურის ხშირ ცვალებადობას, ტენიანობას, წვიმისა და თოვლის შემდეგ იქმნება წმენდის საჭიროება და დღის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობით მზის სხივებსაც. ამიტომ, იატაკი მდგრადი უნდა იყოს ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ და ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მსუბუქიც, რათა არ შექმნას დამატებითი დატვირთვა.

კერამიკული ფილები – ეს არის გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ტემპერატურის ცვლილებებს და მაღალ ტენიანობას. თუ მთელი ღამე წვიმს და აივანზე გუბეები წარმოიქმნება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ფილები არ დეფორმირდება წყალთან შეხებისას.

კერამიკული ფილები ადვილად იწმინდება და ეს შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი უნივერსალური იატაკის საწმენდი საშუალებით. ის არ იცვლის ფერს მზეზე და ინარჩუნებს ტექსტურას მრავალი წლის განმავლობაში.

ხის შემცვლელი პანელები – ასეთ პანელებს WPC-ს სახელით ვიცნობთ. ეს მასალა ასევე განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის და, შესაბამისად, ასევე მდგრადია მაღალი ტენიანობის და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ფილების მსგავსად, WPC-ის გარეცხვა შესაძლებელია უნივერსალური სარეცხი საშუალებით, შეზღუდვების გარეშე. ამასთან, ეს მასალა ბუნებრივი ხის მშვენიერი იმიტაციაა.

რეზინის ფილები – ეს მასალა ხშირად გამოიყენება საბავშვო და სპორტულ მოედნებზე: ეს არის რბილი, უსაფრთხო იატაკის საფარი, ამიტომ განსაკუთრებით შესაფერისია აივნებისთვის, სადაც ბავშვები ითამაშებენ.

რეზინის ფილებს არ ეშინიათ წყლისა და ტემპერატურის ცვლილებების: არ დეფორმირდება გაყინვისა და გალღობის შემდეგ და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.  ფილებს რეცხავენ ჩვეულებრივი წყლით, უნივერსალური სარეცხი საშუალებებით ან მათ გარეშე.

თვითსწორებადი იატაკი – შესაფერისია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის. ეს არის მქრქალი ან პრიალა ნარევი, რომელსაც არ სჭირდება რაიმე კონკრეტული სახის ფილების, ხის ან სხვა მასალით მოპირკეთება. პოლიურეთანისა და ეპოქსიდური თვითსწორებადი იატაკები ყოველ ექვს თვეში უნდა დამუშავდეს პოლიმერული მასტიკით გარეგნობის გასაახლებლად და მცირე ბზარების შესავსებად.

დეკორატიული ბეტონი – ამ სახის იატაკის საფარი ძირითადად დეკორატიული მიზნით გამოიყენება და ვარგისია როგორც დროებითი იატაკი, რადგან შედეგი არის არასტაბილური და კარგად გამოიყურება დაახლოებით სამი წლის განმავლობაში. თუმცა ამ სახის იატაკის საფარი მდგრადია ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და არის შედარებით ბიუჯეტური არჩევანი აივნის გასაფორმებლად.

შესაფერისი იატაკის საფარის შერჩევა გამძლე და ვიზუალურად დახვეწილი აივნის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. შედარებით თბილი მასალის შერჩევით თქვენ შეძლებთ მოსასვენებელი სივრცის შექმნას ნებისმიერ ამინდში, მტკიცე და გამძლე მასალები კი რემონტისა და შეკეთების საჭიროებას წლების განმავლობაში აგარიდებთ თავიდან.

ლუის კანი – ამერიკაში მოღვაწე ესტონელი არქიტექტორი

“ტალღოვანი” სახლი კანადაში – არქიტექტურული სტუდია PARTISANS-ის პროექტი