თანამედროვე ინტერიერის დიზაინი სულ უფრო ხშირად იღებს შთაგონებას წარსულიდან – არა როგორც დეკორატიული ელემენტი, არამედ როგორც მემორიალური შტრიხი, რომელიც იდენტობას, ატმოსფეროსა და სიღრმეს სძენს საცხოვრებელ სივრცეებს. თბილისური ინტერიერების ამ ტრენდში სამი გამორჩეული პროექტი შევარჩიეთ – თითოეული მათგანი ინდივიდუალური ხედვის, ფაქიზი მასალების შერჩევისა და დიზაინისადმი ემოციური დამოკიდებულების შედეგია.
ბინა ლეონიძის ქუჩაზე
დიზაინ სტუდია DODO Designs-ის მიერ განახლებული ეს პატარა ბინა კლასიკური თბილისური არქიტექტურის სიღრმისეულ შეგრძნებას ინარჩუნებს, თუმცა ის ხასიათდება სრულიად თანამედროვე ფუნქციური დაგეგმარებითა და დიზაინ გადაწყვეტებით.
ბინის მთავარი ხიბლი ძველებური კედლის მოხატულობაა, რომელიც პროექტის ავტორებმა შეინარჩუნეს და შექმნეს ძველებური შტრიხების შესაბამისი ინტერიერი, სადაც იგრძნობა წარსულის პატივისცემა და სიახლისკენ სწრაფვა.
სახლი არტ ნუვოს სტილში
დიზაინერი ნინო ნოზაძე ორიგინალურ არტ ნუვოს სტილს ახალ სიცოცხლეს სძენს. შენობის ისტორიული არქიტექტურა ბუნებრივად აისახა ინტერიერზეც.
პროექტი წარმოადგენს არტ ნუვოს ერთგვარ რენესანსს თანამედროვე ინტერპრეტაციით.
რბილი ხაზები, ბუნებრივი ორნამენტიკა და არქიტექტურულ დეტალებზე ზრუნვა ხელახლა გაშიფრულია თანამედროვე მასალებისა და გადაწყვეტების დახმარებით.
ხის ავეჯი, ჭერის ორნამენტები, ვიტრაჟული კარები და ანტიკვარული დეკორი საინტერესო კონტრასტს ქმნის თანამედროვე ტიპის სამზარეულოსთან და ქმნის თბილ, მყუდრო და რომანტიკულ გარემოს, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია.
3. ბინა მთაწმინდაზე – თამა კალანდია
დიზაინერ თამა კალანდიას პროექტი მთაწმინდაზე იდეალური ნიმუშია იმისა თუ როგორ შეიძლება წარსულისა და თანამედროვის ჰარმონიული თანაცხოვრება.
თამამად გამოთავისუფლებული სივრცე, ღია ფერები და მსუბუქი ტექსტურები ინტერიერს თანამედროვე სახეს აძლევს, თუმცა თითოეულ დეტალში იგრძნობა დროის კვალი – იქნება ეს ძველებური აივანი თუ საგულდაგულოდ შერჩეული ვინტაჟური დეტალები.
სივრცეში არ გვხვდება ზედმეტი დეკორაცია, მხოლოდ ის, რაც აუცილებელია და რაც ისტორიას ჰყვება – თითქოს ყოველი ნივთი თავის ადგილზეა და წარსულის ამბავს მიგვანიშნებს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2