„მზიური ანექსი“ „მზიური დეველოპმენტის“ ახალი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც მახინჯაურში ვითარდება, იქ სადაც ზღვა და მთა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
პროექტის კონცეფციიდან და ლოკაციის უპირატესობებიდან გამომდინარე, “მზიური ანექსის” არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სრულ ჰარმონიაშია მის ბუნებრივ გარემოსთან, რაც ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და დასასვენებელ სივრცეს.
„მზიური ანექსის“ ადგილმდებარეობა არ არის პროექტის მხოლოდ ესთეტიკური უპირატესობა, ეს არის ძლიერი საინვესტიციო აქტივი. მახინჯაური აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სტრატეგიული ადგილია, რომელიც ტურისტული და საცხოვრებელი თვალსაზრისით ოთხივე სეზონზე აქტიურია. სუბტროპიკული კლიმატი, გამწვანებული რელიეფი, ზღვა და ბათუმთან სიახლოვე მახინჯაურს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
„მზიური ანექსი“ შედგება ერთი 7-სართულიანი ბლოკისგან და მოიცავს 104 აპარტამენტს, რომლებიც მობინადრეებს პრემიუმ ხარისხის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით გადაეცემათ.
არქიტექტურაში შერჩეულია ბუნებრივი ფერთა პალიტრა, თბილი, ნეიტრალური ტონები, ქვიშისფერი, ღია ხისფერი თეთრი და მწვანე. მინიმალისტური, ელეგანტური ფორმები, რაც ხაზს უსვამს თანამედროვე, თუმცა ბუნებასთან ჰარმონიულ სტილს.
ინტერიერის დიზაინის შექმნისას გამოყენებულია ბუნებრივი მასალებისა და თანამედროვე ელემენტების შერწყმა. შესაბამისად, შექმნილია ნათელი, ჰაეროვანი და მყურო დიზაინი. შერჩეულია მინიმალისტური და კომფორტული ავეჯი, რომელიც ხაზს უსვამს თანამედროვე ესთეტიკასა და ფუნქციურობას.
მზიური ანექსის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება:
- გამწვანებული შიდა ეზო კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით
- ღია აუზი
- ლობი და კონსიერჟის მომსახურება
ყველაფერი ეს მობინადრეებს სთავაზობს ცხოვრებისა და დასვენების ახალ გამოცდილებას, ინვესტიციით დაინტერესებულ მყიდველებს კი სტაბილური შემოსავლის წყაროს და მაღალი მოთხოვნის მქონე უძრავ ქონებას შავი ზღვის სანაპიროზე.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ვებ გვერდზე: https://mziuridevelopment.ge/
[R]