in

Dragonfly House –  Olson Kundig-ის მორიგი შედევრი

„ნემსიყლაპიას სახლის“ სახელით ცნობილი ეს პროექტი უაიტფიშში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და მისი ფართობი დაახლოებით 604 კვადრატულ მეტრს მოიცავს. დასასვენებელი, საკურორტო სახლის პროექტი იდეალისტური კონცეფციით ცნობილ არქიტექტურულ სტუდიას, Olson Kundig-ს ეკუთვნის.

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

სახლი ფიჭვის ტყესა და ტბას შორის, ორ განსხვავებულ ეკოლოგიური ზონაშია მოქცეული. ამ უნიკალურმა ლოკაციამ განაპირობა სახლის მასალებისა და ექსტერიერ-ინტერიერთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმეტესობა. სახლი ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც ძალიან სურდა ქალაქური ცხოვრებისგან განსატვირთად თავშესაფარი ჰქონოდა. არქიტექტორები მათ სურვილს პატივისცემითა და პასუხისმგებლობით მიუდგნენ.

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

შენობის ექსტერიერი ამინდის მიხედვით იცვლება და ამასთან ერთად სახლს ტყის ნაწილად აღგვაქმევინებს. სახლი თავისუფალი, ღია დაგეგმარებით გამოირჩევა, მასში გაერთიანებულია სასტუმრო და სასადილო ოთახები. ეს სივრცე მაღალი ჭერითა და გილიოტინის ტიპის ფანჯრებით გამოირჩევა.  სახლის გამჭვირვალე მინის ფანჯრების წყალობით, სახლიდან შესაძლებელია ტბის ხედით ტკბობა. როცა სახლის ორივე კედელი-ფანჯარა ღიაა, იქმნება სრულად მომნუსხველი ილუზია იმისა, რომ შენობა ტყეში ტივტივებს.

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

‘ნემსიყლაპიის სახლში’ ბუნება უმთავრესი ელემენტია. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ის სრულადაა ჩაკარგული ტბისა და ტყის სილამაზეში, თუმცა ამასთან ერთად მისი გარე ტერასით გავდივართ ადგილობრივი მცენარეებით სავსე ბაღში. ამ გზით სახლის ბინადრები ყველა ამინდსა თუ სეზონზე ინარჩუნებენ კავშირს გარემოსთან, რისი საჭიროება და მნიშვნელობა განსაკუთრებით კოვიდ-19-ს პანდემიამ დაგვანახა.

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

Dragonfly House / Olson Kundig,© Nic Lehoux

შენობამდე მისვლა ხრეშის გზითაა შესაძლებელი, რომელიც მინდორზე გადის. გზაზე, სახლის ექსტერიერში გვხვდება კოცონის დასანთებად გამოყოფილი კერა, ცხელი წყლის აუზი და გასარუჯად გამოყოფილი ტერიტორია, რაც მთლიანობაში პროექტს არქიტექტურის მშვენიერ ნიმუშად აქცევს.

Dragonfly House / Olson Kundig,Plan

Dragonfly House / Olson Kundig,Plan

Dragonfly House / Olson Kundig,Plan

 

Dragonfly House / Olson Kundig,Diagramფოტოგრაფი: Nic Lehoux

ბინა ტაბიძის ქუჩაზე – Spectrum-ის მიერ შესრულებული პროექტი

Cattelan Italia – ინტერიერის დიზაინის ტრენდების შემქმნელი ბრენდის ისტორია