in

Mon Chou – ჯადოსნური წლები და ახალი თავგადასავალი

თბილისში არის ადგილი, სადაც შესვლისთანავე ბავშვებიც და დიდებიც ჯადოსნურ სამყაროში ხვდებიან. 2021 წლიდან მოყოლებული, საბავშვო კონცეპტ–სთორმა Mon Chou ცხადად აჩვენა, როგორ შეიძლება მაღაზია გადაიქცეს სივრცედ, სადაც ხარისხი, გემოვნება და ბავშვობის სიხარული ერთადაა თავმოყრილი.

დღეს, როცა ბრენდი 4 წლის ხდება, ის კვლავ განაგრძობს განვითარებას: 18 მაისს გაიხსნა Mon Chou Party – ახალი სივრცე, რომელიც მთლიანად ბავშვების დღესასწაულებზეა ორიენტირებული.

სივრცესადაც ყველაფერი გულისხმიერად არის შერჩეული

Mon Chou დაიბადა იდეით, საქართველოში ევროპიდან შემოეტანა პრემიუმ ხარისხის ბრენდები, რომლებიც მანამდე ქართულ ბაზარზე არ არსებობდა. დღეს მაღაზია წარმოადგენს 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს, მათ შორის ექსკლუზიურად Bonpoint, Konges Slojd, Liewood, Jelly Mellow, Piupiuchik და სხვები.

აქ წარმოდგენილი თითოეული ნივთი ხარისხზე, ეკოლოგიურობასა და დიზაინზე ზრუნვით არის შერჩეული. პროდუქცია შემოდის შეზღუდული რაოდენობით, რაც თითოეულ მშობელს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს რაღაც მართლაც გამორჩეული. მალე, Mon Chou-ს ექსკლუზიური კოლექცია ექნება – Konges Slojd x Rosie Huntington-Whiteley, რომელიც 11 retail store-ში შედის მსოფლიოს მასშტაბით. Mon Chou ამ კოლექციის განსათავსებლად, შეირჩა ისეთ მაღაზიებთან ერთად, როგორიც არის Harrods & MyTheresa.

ზეიმის ეპიცენტრი და ბავშვობის ჯადოსნური გარემო

Mon Chou Party მდებარეობს იმავე მისამართზე, სადაც მთავარ მაღაზიას ვხვდებით. აქ ყველაფერი დღესასწაულისთვის არის შექმნილი. ახალი მაღაზია მშობლებს სთავაზობს ულამაზეს საწვეულებო ატრიბუტიკას, სანთლებს, გირლანდებს, ბუშტებს, გვირგვინებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს აღსანიშნავი დღეებისთვის. ტრადიციულად, ყველაფერი ერთ სივრცეში და გემოვნებით შერჩეულია. მაღაზიის დეკორაციები Dodo Designs-ის მიერ არის შექმნილი.

„ჩვენი მომხმარებლებისგან ვგრძნობდით დიდ ინტერესს სადღესასწაულო აქსესუარების მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც მათ ყველაფერი ერთდროულად დახვდებოდათ“, – გვიყვებიან ახალი მენეჯმენტის წევრები.

ახალი ენერგიაუცვლელი სიყვარული

Mon Chou-ში სიახლეებია, გუნდს ახლა უკვე სამი ახალი ხელმძღვანელი ჰყავს: ლიზი გეგენავა, მარიამ გეგენავა და მარიამ ჭანტურია – ადამიანები, რომლებიც წარსულში თავად იყვნენ Mon Chou-ის ერთგული მომხმარებლები.

ჩვენი მიზანია, დავიცვათ ის ფასეულობები, რაც Mon Chou-ს ასე გამორჩეულს ხდის. ვაფასებთ ბრენდის გამოვლილ გზას, ვინარჩუნებთ ღირებულებებს და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე“, – ამბობს ახალი გუნდი.

ერთ დღესასწაულს ორი მიზეზი ჰქონდა

18 მაისს, Mon Chou-ის დაბადების დღეც იყო და Mon Chou Party-ის გახსნაც და ეს დღე ნამდვილად იყო დღესასწაული. მაღაზიები სავსე გახლდათ სადღესასწაულო დეკორაციებით, ბავშვებისთვის კი გაიმართა გასართობი აქტივობები. ღონისძიება კრეატიულმა საკომუნიკაციო სააგენტო „მოზაიკამ“ ჩაატარა. შედგა დღე, რომელიც დიდხანს არ დაავიწყდებათ არც პატარებს და არც დიდებს.

რა გველოდება წინ?

Mon Chou გეგმავს კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინოს მომხმარებლებისგან დაგროვილი გამოცდილება და მოთხოვნები და განაგრძოს საქართველოში ექსკლუზიური ბრენდების შემოტანა. თუმცა მთავარი რჩება უცვლელი: გულისხმიერება, ხარისხი და ბავშვებზე ზრუნვა.

„ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ბავშვებს უხარიათ ყოფნა, ხოლო მშობლებს – დაბრუნება. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც Mon Chou ისეთად აქცია, როგორიც ის არის დღეს. ჩვენ კი, ამ მემკვიდრეობას ახალ იდეებად, პროდუქტებად და გამოცდილებად ვაქცევთ ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ – აცხადებენ ახალი ხელმძღვანელები.

[R]

“ურბანიკა“ 10 წლისაა: განვლილი გზის გულწრფელი შეფასება ირაკლი მურღულიასგან

Dragonfly House –  Olson Kundig-ის ერთ-ერთი შედევრი