ავსტრალიაში, ოკეანის პირას განთავსებული ეს სახლი გამოირჩევა მარტივი, ბუნებასთან შერწყმული არქიტექტურითა და თანამედროვე, ფუნქციური ინტერიერით. პროექტის მთავარი იდეა იყო სივრცის გახსნა და გარემოსთან მაქსიმალური კავშირი. სწორედ ამიტომ, ინტერიერში დიდი მინის ვიტრაჟები და ღია გეგმარება მნიშვნელოვანია — ზღვის ხედები, შუქი და ჰაერი ხდება ამ სახლის განუყოფელი ნაწილი.
ფერთა გამა არის ნეიტრალური და ბუნებრივი — თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნებას. ძირითად მასალად გამოყენებულია ხე, რაც ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს. ავეჯი მარტივი, ფუნცქიონალური ფორმისაა და ემორჩილება საერთო კონცეფციას — არაფერია გადაჭარბებული ან ზედმეტი.
სივრცე დაყოფილია დიდი ღია ზონებით, რომლებიც აერთიანებს მისაღებს, სასადილოსა და სამზარეულოს, ასევე ღია ტერასას, რომელიც ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა შიდა ინტერიერისთვის. აქ შერწყმულია პრაქტიკულობა და ესთეტიკა — სახლი იდეალურად პასუხობს ყოველდღიური კომფორტის მოთხოვნებს და ამავდროულად ქმნის მშვიდ, ბუნებრივ გარემოს.
ინტერიერში დეკორის ელემენტები მინიმალურად გვხვდება — ტექსტილი, ხის ან თიხის დეტალები და ბუნებრივი მასალებით დამზადებული ნივთები მხოლოდ ფონს აძლიერებს და სივრცეს სისადავისა და სისუფთავის განცდას უნარჩუნებს.
ეს სახლი ცხადყოფს, რომ თანამედროვე ინტერიერის მთავარი ღირებულებაა სიმარტივე, ფუნქციურობა და გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრება.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2