in

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსზე მიღება დაიწყო

ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაიწყო ინტერიერის დიზაინის პოპულარიზაცია. კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ვორქშოპები და მასტერკლასები სფეროში გამოცდილი მენტორებისგან.

დაინტერესებული ადამიანებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას აკადემია დღემდე განაგრძობს.

კურსზე ახალი ნაკადის მიღება უკვე დაიწყო, სტუდენტები 1 თვის განმავლობაში შეიძენენ იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

მსურველებს შეუძლიათ არჩევანი 4 მენტორს შორის გააკეთონ, მათ შორის არიან: თათა სვანაძე, სალომე თოფურია, სალომე ფხაკაძე და ელენე სხვიტარიძე.

კურსის განმავლობაში სტუდენტები, პირველ რიგში, ეცნობიან ინტერიერის დიზაინის სფეროს არსს, სპეციფიკას და გამოწვევებს. კურსი დატვირთულია როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი და თეორიული ნაწილებით. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი სწავლობენ არხიკადის და ფოტოშოპის პროგრამებს, რომლის საშუალებითაც ქმნიან საფინალო ნამუშევრებს.

კურსის არჩევა შეუძლიათ როგორც დამწყებ დიზაინერებს, ასევე ამ სფეროში სრულიად გამოუცდელ სტუდენტებსაც.

,,პირიქით, ჩემთვის უფრო აზარტულია, გადავცე ცოდნა სრულიად სხვა სფეროს წარმომადგენელს, რომელსაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ინტერიერის დიზაინის პროფესიასთან, აღმოვაჩინო მათში პოტენციალი, შევაყვარო ეს დარგი და რაც მთავარია, შედეგი დავინახო როგორც მე, ასევე სტუდენტმა. ჩემი მიზანია, სტუდენტებს ინტერიერის დიზაინის პროფესია სხვა ჭრილში დავანახო, მათ იდეებს მივცე თავისუფლება და სწორი მიმართულება, რადგან არ დაკარგონ ინდივიდუალიზმი და იდენტობა.

კურსის მიზანია, ლექციების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს დავეხმარო, იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად მზად არიან ინტერიერის დიზაინის სფეროში საქმიანობისთვის. ეს კურსი არის კარგი წინაპირობა იმისა, რომ დაიწყონ ინტერიერის დიზაინის კომპანიებში სტაჟირება, გადადგან ამ სფეროში პირველი ნაბიჯები და ასისტენტობა გაუწიონ Senior დიზაინერს.“ – თათა სვანაძე

კურსის დეტალების გაცნობა შესაძლებელია აქ

[R]

გალერისტების სახლები თბილისში – Homeis.ge-ს რჩეული 4 ულამაზესი ინტერიერი

წარსულის თბილი ემოციები „გორგიაში“ – „Love Is” სტიკერების კამპანია