in

SEU-ში, ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი იწყება!

„საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში“ (სეუ/SEU), 5 ოქტომბრიდან, ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი იწყება. სწავლის დასრულების შემდეგ, ორი საუკეთესო პროექტის ავტორი სტაჟირებას გაივლის, დიზაინ სტუდიაში.

SEU-ს ინტერიერის დიზაინის კურსს THE WALL Design Studio-ს დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი რუსუდან თუმანიშვილი გაუძღვება. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

„პროგრამა დამწყებ დიზაინერებს, სტუდენტებს, დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს ინტერიერის დიზაინის საბაზისო და აუცილებელი უნარები, რაც შემდეგ პროფესიული კუთხით განვითარებაში დაეხმარება.  სტუდენტები, სწავლის პერიოდში, გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა დიზაინ სტუდიაში, დაესწრებიან სამშენებლო პროცესს, გაეცნობიან სამუშაოს დეტალებს.”

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, სტუდენტები გაივლიან შემდეგ თემებს:

  • სივრცის კონცეფცია, ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტები
  • „არქიკადის“ საფუძვლები, „არქიკადში“ ტექნიკური ნახაზის შექმნა
  • ინტერიერში გამოსაყენებელი მასალების შერჩევის პროცესი და მათი დეტალური მიმოხილვა
  • კომერციული და საჯარო სივრცის დაგეგმარება
  • „არქიკადში“ მოდელირება და კონცეფციის შემუშავება
  • ფერების ფსიქოლოგია და მათი გამოყენება ინტერიერში
  • განათება, ტექსტილი და ავეჯის დეტალები ინტერიერში
  • მასალებისა და ავეჯის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების გაცნობა
  • ინტერიერის, შოურუმისა და საგამოფენო სივრცის ინსტალაციები
  • გასვლითი, პრაქტიკული ლექცია დიზაინ სტუდიებში და ობიექტებზე
  • MOODBOARD შექმნა კონკრეტული ინტერიერისთვის Photoshop-ში
  • ინტერიერის პროექტისთვის პრეზენტაციის მომზადების წესები და დამკვეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები
  • 3ds max-ის ძირითადი საფუძვლები, მოდელირება, მოდიფიკატორები
  • 3ds max -ში პოლიგონების და ტექსტურების ახსნა ინტერიერში გამოსაყენებლად

„კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს – ყველა მეცადინეობაზე, მსმენელები ჯგუფებად ან ინდივიდუალურად იმუშავებენ და ლექციებზე მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში განახორციელებენ. პროგრამის ბოლო ეტაპი ფინალური პროექტის მომზადება და პრეზენტაციაა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვას და მიღებული ცოდნის რეალურ საქმიანობაში გამოყენებას.”

„თუ ამ კურსზე სწავლა სწავლა გსურთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული და გამოგვიგზავნეთ თქვენი CV, მისამართზე seutrainingcenter@seu.edu.ge“.

პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაცია იხილეთ SEU-ს ვებგვერდზე.

სეუ ტრენინგ ცენტრში ოქტომბრის ბოლოს ასევე დაიწყება ინტერიერის 3D Max ვიზუალიზაციის სასერტიფიკატო კურსი.

[R]

“პეპისეული” სახლი ანანურში – მარიკა წულუკიძის ინტერიერი

Gallotti & Radice – დიდი ენთუზიაზმით შექმნილი იტალიური ავეჯის ბრენდი