in

ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი კურსები საქართველოში

ინტერიერის დიზაინი მსოფლიოში არსებული პროფესიული დისციპლინებიდან ერთ-ერთი უძველესია. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბინადარი ცხოვრება დაიწყეს, მუდმივი საცხოვრებლის კეთილმოწყობა და მისი კომფორტულად აღჭურვა შედარებით პრიორიტეტული გახდა. გამოქვაბულის ხანიდან დღემდე ინტერიერის დიზაინი დაიხვეწა, განვითარების უამრავი სტადია, ტრენდი, მოდის ტენდენციები გამოიარა და 21-ე საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, პოპულარულ სფეროდ იქცა. ცხადია, ინტერიერის დიზაინერობისთვის აუცილებელია თანდაყოლილი ალღო და გემოვნება, თუმცა სივრცეების დაპროექტება საკმაოდ კომპლექსურ, ღრმა პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. homeis.ge გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის შემსწავლელ კურსებს საქართველოში, რომლებიც ამ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს აუცილებლად გამოადგებათ.

 

1. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ინტერიერის დიზაინერის პროგრამა – CID (Certified Interior Designer)

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამა CID ინტერიერის დიზაინის შესწავლის მსურველებს საკმაოდ მრავალფეროვან და, რაც მთავარია, დარგის საფუძვლიანად ათვისებისთვის საჭირო საგნების პროგრამას სთავაზობს. როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, “CID პროგრამის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ ქეისებსა და პროექტებზე, რაც მსმენელს პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.” პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, მისი ღირებულება კი 2190 ლარს შეადგენს.

2.ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი

უმაღლესი სასწავლებელი | GAU | GAU-ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საავტორო ინტერიერის დიზაინის კურსის ფარგლებში მსმენელები მნიშვნელოვან თეორიულ ტექნიკურ განათლებას მიიღებენ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა სივრცის კონცეფცია, მისი ანალიზი და ეფექტური დაგეგმვა, კრეატივი სივრცის მოწყობაში, მასალები და სტანდარტები ინტერიერში, განათება და ფერი ინტერიერში, ავეჯი და მისი განაწილება სივრცეში და ა.შ. GAU-ს ვებ-გვერდის მიხედვით, კურსის დასრულების  შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატს. კურსი 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ღირებულება 1500 ლარია.

3.კავკასიის უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის კურსი

კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს სივრცის დაგეგმვისა და დიზაინის კურსს სთავაზობს – “პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებსაც, რომლებიც დაეხმარება მსმენელს პროფესიის უკეთ ათვისებაში. კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები,” – გვამცნობს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი.  აღნიშნული კურსის ღირებულება 1550 ლარს შეადგენს.

4.საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი

კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების თემაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ საზაფხულოს სკოლას აკეთებს – euronews.geსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ მსმენელებს სფეროში გათვითცნობიერების საკმაოდ ორიგინალურ და უნიკალურ შანსს სთავაზობს – როგორც სეუ-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ, კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა დიზაინ სტუდიაში, დაესწრებიან სამშენებლო პროცესს, გაეცნობიან სამუშაოს დეტალებს, რაც დაეხმარებათ კურსის განმავლობაში მიღებული  ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში. კურსს გაუძღვება THE WALL design studio-ს დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი რუსუდან თუმანიშვილი. კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო პროექტის ავტორები გაივლიან სტაჟირებას დიზაინ სტუდიაში, ხოლო კურსის საუკეთესო სტუდენტი  გაემგზავრება  იტალიაში, მილანის ცნობილ საერთაშორისო ავეჯის გამოფენაზე “Salone del mobile“. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის სასერთიფიკატო კურსის ხანგრძლივობა 10 კვირას, საფასური კი 1200 ლარს შეადგენს.

5.Academy of Digital Industries • ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინტერიერის დიზაინის კურსი

Academy of Digital Industries | LinkedIn

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინტერიერის დიზაინის კურსი მსმენელს 1 თვის (8 ლექციის) განმავლობაში შეასწავლის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს, მაგალითად, ფერებთან, ავეჯთან, ტექსტილთან და განათებებთან მუშაობას, სივრცითი დაგეგმარების საფუძვლებს, ავეჯის განაწილების გეგმის შედგენას, სან-ტექნიკის ნახაზის შექმნას, აბაზანის ფურნიტურისა და სამზარეულოს  სწორ განაწილებას და ა.შ. კურსის საფასური ამჟამად 500 ლარს შეადგენს.

6.IT Academy Step Georgia-ს ინტერიერის დიზაინის კურსი

May be an image of text that says 'STEP S T P IT ACADEMY'

IT Academy Step Georgia-ს ინტერიერის დიზაინის კურსს ალექსანდრე ჩუბინიძე უძღვება. პროგრამა 6 თვიანია, მისი საფასური კი ამჟამად 283 ლარს შეადგენს. IT Academy Step Georgia-ს ვებ-გვერდზე კურსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ – მსმენელს კურსის გავლის შემდეგ ეცოდინება და შეეძლება ინტერიერის დიზაინის დაგეგმარება, პროექტის შექმნა და მისი ანალიზი,  სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა, პროგრამები ArchiCAD და  Autodesk 3ds Max. 

Giorgetti – იტალიური ტრადიციის ხელოვნება ინტერიერში

თანამედროვე პენტჰაუსი თბილისში აღმოსავლურ მოტივებზე – MAKSIM KASHIN Architects-ის ნამუშევარი