in

ინტერიერის დიზაინის კურსები upway-ს პლატფორმაზე

ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი უძველესი დისციპლინაა, რომელიც გვეხმარება სივრცის სწორად ათვისებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინი გვაძლევს საშუალებას, რომ სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, ვაქციოთ ყველაზე კომფორტულ ადგილად, რომელიც გამოხატავს ჩვენს ხასიათსა და მისწრაფებებს. ინტერიერის დიზაინერები ქმნიან სივრცეს ისეთი დეტალების დახმარებით, როგორებიცაა განათება, ფერები და მასალები.

სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველასთვის უნიკალური და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ინტერიერის დიზაინში შემავალი ნებისმიერი დეტალი ცოცხალი ორგანიზმივითაა. საინტერესო სივრცეების მოწყობა, რა თქმა უნდა, კარგად ჟღერს, თუმცა ინტერიერის დიზაინის დაუფლება საკმაოდ კომპლექსური ნაწილია და ის სხვადასხვა უნარების ერთობლიობას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ კურსებს სხვადასხვა პროვაიდერებისგან, რომლებიც upway-ს პლატფორმაზეა განთავსებული. upway, ერთ სივრცეში უყრის თავს სანდო ონლაინ თუ ფიზიკურ 200 მდე კურსს 6 კატეგორიაში. Upway არის სივრცე ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის და მისი მიზანია, ადამიანებს ახლის სწავლის გზა გაუმარტივოს. პლატფორმის უნიკალურობა მის სიმარტივეში მდგომარეობს. აფვეიზე მომხმარებელს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება სასურველი კურსის მოძიებაში, გაფილტვრასა და შეძენაში. აფვეიზე ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის კატეგორიაში ნახავთ შემდეგ კურსებს სხვადასხვა პროვაიდერისგან:

1. ინტერიერის დიზაინი – digital bus academy

ინტერიერის დიზაინის კურსების დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ 2D, 3D დიზაინებისა და ფოტორეალისტური რენდერის შექმნას, ასევე დამოუკიდებლად იმუშავებთ ნახაზებთან და გახდებით ინტერიერის დიზაინერი. ჩვენი კურსის საშუალებით დიზაინის შესწავლა შეგიძლიათ სწრაფად, სრულყოფილად და მარტივად პროფესიონალი ლექტორის დახმარებით.

ლექტორი: ცისია ბებურიშვილი, “ფორტისი” – ინტერიერის დიზაინერი

Digital bus academy  მომხმარებლებს სთავაზობს პროფესიონალების მიერ თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებით შემუშავებულ კურსებს, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის აუდიტორიაზე და საშუალებას აძლევს თითოეულ მომხმარებელს, შეისწავლოს ახალი და მომიჯნავე პროფესიები ან დამატებითი უნარები.

2. ინტერიერის დიზიანის კურსი – academy of digital industries

ინტერიერის დიზაინის კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ბევრ ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. აღნიშნული კურსი დაგეხმარებათ ინტერიერის დიზაინერად ჩამოყალიბებასა და ინდივიდუალური ხედვის ფორმირებაში.

ლექტორები: ელენე სხვიტარიძე, სალომე თოფურია, თათა სვანიძე

ციფრული ინდუსტრიის აკადემია, აუდიტორიაზე მორგებული საგანმანათლებლო სტრუქტურაა რომელიც, მოიცავს ტრენინგებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს ციფრულ სამყაროში. მოწვეული სპიკერები სტუდენტებს ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან უზიარებენ რეალურ ქეისებსა და ტენდენციებს, რაც მათ კარიერული წინსვლისთვის საჭირო ხედვებისა და უნარების განვითარებაში ეხმარებათ. 

თათა სვანიძე 2013 წლიდან არის არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. ხოლო ამ ეტაპზე მართავს საკუთარ კომპანიას FORMS Studio-ს. მიღებული აქვს მონაწილეობა 40-მდე პროექტში, მის პროექტებს შორის გამორჩეულია პორტუგალიაში, კერძოდ კარკაველოს ტერიტორიაზე გაკეთებული სასტუმროსა და მარნის დიზაინის პროექტი. ასევე ფლორენციაში Workshop-ზე გაკეთებული პროექტი: “პალაცო დავანზატთან ინტეგრირებული თანამედროვე მოცულობა”.

ელენე  სხვიტარიძე დიზაინის სფეროში დაახლოებით 8-10 წელია მოღვაწეობს. სწავლობდა იტალიაში, 2 სხვადასხვა აკადემიაში (FDA და LABA ), მუშაობდა ადგილობრივ არქიტექტურულ კომპანიაში, სადაც იტალიის ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალური მოედნისა და კერძო ვილის პროექტებზე მუშაობა. ამჟამად, ელენეს აქვს საკუთარი კომპანია და მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე, მაგალითად, გერმანული პროექტის ფრაგმენტული სასტუმროს (FRAGMENTED HOTEL) ფილიალი პორტუგალიაში. 

სალომე  თოფურია არის freelance ინტერიერის დიზაინერი და 3D ვიზუალიზატორი 2015 წლიდან .  მისი გამოცდილება მოიცავს საპროექტო და სამშენებლო კომპანიებში მუშაობას საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო და საოფისე სივრცეების განხრით.

3. 3D ვიზუალიზაციის კურსი – Academy of Digital Industries 

ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი განკუთვნილია ინტერიერის დიზაინითა და ავეჯის მოდელირებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის.

კურსის ლექტორია ივანე გავაშელიშვილი, რომელიც 2015 წლიდან მოღვაწეობს ავეჯის დიზაინის, ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის სფეროში. ამჟამად მუშაობს, ’’SPECTRUM ARCHITECTURE“- ში 3D ვიზუალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. პარალელურად აქვს კერძო პროექტები, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც. ივანეს ასეულობით პროექტში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მათგან ყველაზე მასშტაბური იყო ეროვნული ბანკის პროექტი, ჰილტონი, საცხოვრებელი სახლი ავსტრალიაში, რესტორანი ეგვიპტეში და ამერიკაში, დაშბაშის კანიონი.

4. ინტერიერის დიზაინის კურსი – smart fish academy

კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებისთვის იმ საბაზისო ცოდნის გაზიარება, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი იდეების განხორციელებაში.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა სირთულის რენდერის შექმნას, ისწავლის ARCHICAD – ისა და AUTODESK 3DS MAX – ხელსაწყოებს, გაეცნობა ინდუსტრიაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს.

ლექტორი: თათა მარუაშვილი, არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი 6 წლიანი გამოცდილებით. ნამუშევარი აქვს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Tr Gallery, IPS Contract, სტუდია ბელვედერი. ამჟამად არის სტუდია Beam Interior Design–ის დამფუძნებელი და ასევე მუშაობს ფრილანსერად.

Smart Fish არის ციფრული კომუნიკაციების აკადემია, რომელშიც შესაძლებელია სარეკლამო და კრეატიულ ინდუსტრიაში არსებულ ძირითადი მიმართულებების შესწავლა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება ციფრული კომუნიკაციების სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით.

Smartfish-ში მსმენელები შეძლებენ დაეუფლონ ციფრული კომუნიკაციების სხვადასხვა პრინციპსა და ხელსაწყოს. სალექციო კურსების სილაბუსები შექმნილია ისე, რომ თითოეულმა სტუდენტმა პროფესიონალი, პრაქტიკოსი ლექტორების დახმარებით მაქსიმალურად მიიღოს მაღალი ხარისხის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

5. არქიკადის კურსი – Level Up

Level Up არის ვიზუალური პროგრამების სწავლისთვის განკუთვნილი პლატფორმა და არამარტო. აქ სტუდენტებს წლების განმავლობაში მოხვეჭილ ცოდნას საქმეში გამოწრთობილი ადამიანები უზიარებენ. არქიკადის სასწავლო კურსის გავლის შედეგ მსმენელი შეძლებს:

  • სურათების რედაქტირებას/დამუშავებას, თანამედროვე კომპიუტერული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებას.
  • ასევე Photoshop-ით ეფექტურად სარგებლობას, ბეჭდვითი ფორმატირების და გრაფიკული რედაქტირებისთვის.
  • Adobe Photoshop-ის ინტერფეისის ელემენტების იდენტიფიცირებას.
  • Adobe Photoshop -ის მეშვეობით ნებისმიერი დავალების შესრულებასა და მათ საბოლოო შედეგამდე მიყვანას.
  • ციფრული და საბეჭდი პოსტერების შექმნას.
  • დოკუმენტების შექმნას ძირითადი ფორმების, ტექსტისა და რასტრული გრაფიკის გამოყენებით.
  • განაგრძოს დამოუკიდებლად მუშაობა ფოტოშოპში და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები მუშაობის ტექნიკასთან დაკავშირებით.

6. 3D MAX PRO – Level Up

Level Up-ის პლატფორმაზე დაინტერესებულს პირებს შეუძლიათ როგორც საბაზისო, ასევე გაძლიერებული კურსის შესწავლა. სილაბუსი შედგენილია თეორიული და პრაქტიკული ნაწილის მაქსიმალური დაბალანსებით, ორივე ნაწილის პროდუქტიულად ასათვისებლად.

Level Up-ის უპირველესი მიზანია, შეასწავლოს ყველაზე მოთხოვნადი 3D ვიზუალიზაციის პროგრამები დისტანციურად, მაქსიმალური ეფექტურობითა და მომხმარებელზე მორგებული გრაფიკით.

 

 

რიზ უიზერსპუნის შესანიშნავი რანჩო კალიფორნიაში

Art House – ტრაპეციის ფორმის ნაკვეთზე შექმნილი ორიგინალური ნაგებობა