in

ჟან-ლუი დენიო – ფრანგული ინტერიერის დიზაინის თანამედროვე გურუ

ჟან ლუი დენიო (Jean Louis Deniot) ფრანგი ინტერიერის დიზაინერი და არქიტქტორია, რომელიც 1974 წლის 27 აგვისტოს დაიბადა პარიზში. დენიოს განუსაზღვრელი ნიჭი და უნიკალური ხედვა მაშინ აღმოაჩინეს, როცა ის პარიზის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის უნივერსიტეტში, Camondo-ში სწავლობდა. 21 წლის ასაკში დენიომ ბინების რენოვაციებზე და რემონტებზე მუშაობა დაიწყო და მალევე, 2000 წელს საკუთარი ინტერიერის დიზაინის კომპანია დააარსა. როგორც ამბობს, დენიო დეკორს თავის სათამაშო მოედნად აღიქვამს და ისეთ სივრცეებს ქმნის, რომელიც სპონტანურობითა და მაგიითაა გაჯერებული. სწორედ ამიტომ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ეკლექტური სტილის რეპუტაციის მქონე დიზაინერია.

ჟან ლუი დენიოს შემოქმედება შეგვიძლია მუსიკალურ რეპერტუარს შევადაროთ და ის ერთიანობაში განვიხილოთ. დენიო არასდროს ეჯაჭვება ერთ სტილს და მუდამ ცდილობს თავისი აკადემიური გამოცდილების ისე გამოსახვას, რომ შექმნას გამბედავი, ინფორმატიული, ინდივიდუალური სივრცეები. დენიო იშვიათად ქმნის თანამედროვე ტრენდების შესაბამის ინტერიერებს, თუმცა თუ დამკვეთი ამ სტილს ანიჭებს უპირატესობას, ფრანგი დიზაინერი გარკვეული დოზით მაინც ახერხებს ისტორიული დისკურსის შეტანას და მარადიული დიზაინის შექმნას.

მინიმალიზმი ნამდვილად არაა დენიოს ფავორიტი სტილი. მის ნამუშევრებზე დაკვირვებით თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მისი სიღრმისეული ხედვის მიხედვით იქმნება დაბალანსებული, კოსმოსური სიმშვიდის მქონე სახლები, სადაც შეიძლება შინაურულად ცხოვრება, სადაც ყოველი დღე სიწყნარითა და კომფორტით იქნება გაჟღენთილი.

დენიო საკულტო დიზაინების მოყვარულია, რაც იმას გულისხმობს, რომ მასალებით, ნაზი ფერთა პალიტრით, ტექსტურებითა და შთამბეჭდავი განათების დიზაინით შექმნილი ინტერიერები ყველა დროის სტანდარტით მოდური და ელეგანტურია, მათ არ აქვთ ერთგვარი „ვადა“ – მისი დიზაინი რელევანტური იქნება დღეს, ხვალ და ათი წლის შემდეგაც, როცა ინტერიერის სამყაროში სრულიად სხვა ტრენდები წარმოიშვება.

ინტერიერის დიზაინის გარდა, ჟან ლუი დენიომ ცნობადობა მოიპოვა ავეჯისა და სანათების კოლექციებით, რომლებიც მან შექმნა ჟან დე მერთან, ჯორჯ სმიტთან, Collection Pierre-თან, Pouenat-თან, Bronze d’Art Français-თან, მარკ დე ბერნისთან და სხვა არტისტებთან კოლაბორაციით. მისი ინდივიდუალური შტრიხები და გემოვნება თითოეული ბრენდის სტილს სცემს პატივს და ამავე დროს მათ ისეთ დეტალებს უმატებს, რომ საერთო ჯამში სრულიად ახლებური, ინდივიდუალური ვიზუალის მქონე პროდუქტები შეიქმნას.

თანამედროვე პენტჰაუსი თბილისში აღმოსავლურ მოტივებზე – MAKSIM KASHIN Architects-ის ნამუშევარი

ბინა სრულფასოვანი სამზარეულოს გარეშე – ბევრისთვის უცნაური, მაგრამ ზოგისთვის იდეალური ვარიანტი