in

კარლო სკარპა — იტალიელი არქიტექტორი ლიცენზიის გარეშე

იტალიელი არქიტექტორი – კარლო სკარპა 1906 წლის 2 ივნისს ვენეციაში დაიბადა. სკოლის მასწავლებლის შვილი თავდაპირველად ტექნიკურ საშუალო სკოლაში წავიდა, შემდეგ კი, 1919 წელს, Royal Academy of Fine Arts-ში (სახვითი ხელოვნების აკადემია) ჩაირიცხა. 1926 წელს აიღო დიპლომი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ამავე აკადემიაში არქიტექტურული ხატვის სწავლება. სკარპას არასოდეს მიუღია არქიტექტურის სრულმასშტაბიანი განათლება და ამიტომ მას მუდამ აკრიტიკებდნენ, როგორც არქიტექტორს ლიცენზიის გარეშე.

პირველ პროექტზე მუშაობა სკარპამ აკადემიაში სწავლისას დაიწყო. მოგვიანებით, 1920-1930-იან წლებში, ის მრავალ სხვადასხვა ინტელექტუალ პიროვნებასთან ითანამშრომლა. თუმცა, საერთაშორისო რეპუტაცია სკარპამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა. სწორედ იმ პერიოდში მან თვალისმომჭრელი ნამუშევრები შექმნა და წარმოაჩინა ზოგიერთი უმაღლესი დონის არქიტექტორის, მათ შორის ფრენკ ლოიდ რაიტის განსაკუთრებული გავლენა თავის ნამუშევრებზე. ამ პერიოდში მას მასწავლებლის პროფესია არ მიუტოვებია და არქიტექტურულ სამყაროში წვლილის შეტანას თავისი შედევრების საშუალებით განაგრძობდა.

Museo di Castelvecchio, ვერონა
Querini Stampalia Foundation, ვენეცია

სკარპამ დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ტენდენცია დაამკვიდრა და როგორც პოსტმოდერნული, ასევე ნეორაციონალისტური მიდგომების წინააღმდეგ გამოვიდა. მან თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები ხელოსნობის ტრადიციასთან შეაზავა და იმდროინდელ არქიტექტურას ახალი ზღვარი დაუდო. ამ პერიოდში მისმა ნახატებმა მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძინა და იგი ყოველდღიურად აგრძელებდა მათ შესწორებას, რათა დაემუშავებინა ახალი სამშენებლო ტექნიკა და შეეცვალა ძველი მეთოდები.

Brion Tomb, იტალია
ცენტრალური პავილიონი, ვენეცია

კარლო სკარპა კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, როდესაც გარდაიცვალა. ის თავისი ერთ-ერთი პროექტის ლოკაციაზე ბეტონის კიბეებიდან ჩამოვარდა და სიცოცხლისთვის ათი დღის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ 1978 წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს იყო დრო, როდესაც სკარპა ყველაზე გავლენიან არქიტექტორთა შორის იყო და მისი შენობების შესწავლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი თაობის არქიტექტორები იყვნენ დაკავებულნი. ახალგაზრდა არქიტექტორები და სტუდენტები, როგორც ჩანს, იმდენად აღფრთოვანებული იყვნენ მისი დეკორატიული ტექნიკით, რომ ცდილობდნენ, ის თანამედროვე მოდაში დაებრუნებინათ. მიუხედავად ამ დიდებისა და სიმდიდრისა, სკარპა სიკვდილის შემდეგაც რჩებოდა არქიტექტორად, რომელიც კამათის საგანს წარმოადგენდა. სკარპას ნამუშევრები არ იყო შესაფერისი ანალიზისთვის და ექსპოზიციისთვის, კრიტიკოსებმა კი მისი ნამუშევრები ვიზუალურად სასიამოვნოდ არ მიიჩნიეს.

ბაღი ვენეციაში
Olivetti Showroom, ვენეცია
Fondazione Querini Stampalia, ვენეცია
Garden of Sculptures, ვენეცია

Gallerie dell’Accademia Renovation, ვენეცია

8 ადგილი თბილისში, სადაც ეზოს ატრიბუტებს შეიძენთ

რატომ სჭირდება ინტერიერს სახლის ბიბლიოთეკა და როგორ მოვაწყოთ ის?