in

კიკეთის ფერმაში ახალი სასტუმროები გაიხსნა

შემოდგომა კიკეთის ფერმაში სიახლეებით დაიწყო – ფერმის მულტიფუნქციურ სივრცეს კიდევ სამი ახალი სასტუმრო შეემატა: ხეზე სახლები და ორსართულიანი სასტუმრო „ხიდი“. თითოეული სასტუმრო აშენებულია ეკომეგობრული მასალით, მორგებულია რელიეფს, ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტსა და კიკეთის ბუნებას.

რვა ახალ სასტუმრო ნომერში გათვალისწინებულია თანამედროვე კომფორტისთვის საჭირო ყველა ელემენტი. ახალ სასტუმროებს გამოარჩევს ტბებთან და ჩანჩქერებთან სიახლოვე, იქვე არის საფეხმავლო ბილიკები და საპიკნიკე სივრცეები.

დღეს ფერმის სასტუმროები სულ 23 ნომერს აერთიანებს. მათი მრავალფეროვნება, (ხის კოტეჯი საჯინიბოსთან, ოდა სახლები, საზღვაო კონტეინერისგან შექმნილი სასტუმრო, ხეზე სახლები), ინდივიდუალური სტილი და ხასიათი საშუალებას იძლევა, რომ ყველა ტიპის სტუმარმა თუ მოგზაურმა აღმოაჩინოს მისთვის იდეალური ადგილი დასასვენებლად.

სულ მალე ფერმაში გაიხსნება კიდევ სამი ახალი სასტუმრო (24 ნომერი) გრძელვადიანი მოზაურებისთვის (Digital Nomads, Slow Travelers, Remote Workers).

სასტუმრო „ხიდის“ არქიტექტურულ პროექტზე ფერმის გუნდთან ერთად დიზაინერმა ელენე სხვიტარიძემ იმუშავა. ხეზე სახლების პროექტი კი ეკუთვნის ახალგაზრდა არქიტექტორს ნანუკა გელაშვილს.

კიკეთის ფერმა თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 100 მეტრზე, 2022 წლიდან ქმნის ახალ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა თანაარსებობს, სადაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე სტუმრისთვის ერთდროულადაა შესაძლებელი დასვენება, ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღება, გართობა და შემეცნება, ქვეყნის ბიომრავალფეროვნების გაცნობა.

ლოკაცია: კიკეთის ფერმა, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28

[R]

„არქიტექტურული პრემია 2025“ – ჯაოკენის ახალი სივრცე „კონცეფტორი“ წლის საზოგადოებრივი ინტერიერის გამარჯვებულია

ინტერიერები “მწვანე ქალაქი ლისიდან”: ლაშა შავდათუაშვილის ვილა